ninoni1515რა ბურთია

კარგად მოსუქებულა
koko:Dკარგად, ამ დღეებში ვერ მოვიცალე რომ გარეთ გამომეყვანა ჩემი ცოლ-ქმარი და დღეს რო კარი გავუღე გამოცვივდნენ გიჟებივით. ახლა დასდევენ ერთმანეთს

კოკო რას შვება. ისე არ გიფიქრია, პაკო რომ ისწავლა, იქნებ მაგით გახვედრებს, რომ ვინმე პაკო უნდა, ანუ ქმარი?
mariastellaე.ი. ტაილანდური მასაჟი არა მაგრამ ბანაობის ორი გზა არსებობს. არაფერი სპეციალური ვანა არაა საჭირო. შეგიძლია რაიმე ჯამი დაუდგა და ძირში წყალ ჩაუსხა, ნელთბილი და თვითონ ჩახტება და იბანავებს. ან როგორც შენ თქვი, რახან პატრონმა გითხრა ე.ი. მიჩვეულია ონკანთან ბანაობას, რაც ძალიან კარგია, ჩემსას წყლის ჩხრიალის ეშინია და ჯამში იბანს ხოლმე

რაც შეეხება გარეთ დადგმას ააააარავითან შემთხვევაში გარეთ არ გასვა, გაიყინება, ბეწვზეა გადარჩენილი! თბილად გყავდეს ოთახში. ბანაობის შემდეგ ეგრევე გალიაში არ შესვა, ცოტა იფრინოს რო გაშრეს თორე შეიძლება უმოძრაოდ სველს დაუბეროს და გაცივდეს.
სხვა რავი, კუდზე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საყვარელ ხმას გამოსცემენ, მაინცდამაინც ნუ მოკიდებ ხოლმე ხელს, ძალიან არ უყვართ, შენ რო თმები გწიწკნონ დაახლოებით ეგეთია

ა. ხო სარკეს რაც შეეხება, ბევრი ამბობს, რომ ეგრე არ ისწავლის ლაპარაკს, მაგრამ ჩემი პირიქით სარკეს ყველაზე ხშირად ელაპარაკება ხოლმე. ოღონდ გალიაში არ უდგას, გარეთ მაქვს პატარა სარკე და რომ გამოდის სულ იქ მიდის ხოლმე

საერთოდ ძველ პატრონს რამდენი ხანია რაც ყავს? პატარაობიდან უნდა ელაპარაკო, რომ ისწავლოს, მაგრამ ზოგი მერეც სწავლობს
This post has been edited by MAY_25 on 25 Dec 2010, 15:32