ეეეეეეეე.იიი
დღეეეს ქუჩაში სიარულისას, ვიღაც ბებოსთან (რომელიც მზესუმზირას და მსგავსებს ყიდდა) შევამჩნიე პატარა რიჟა ლეკვუსი.. რა ტქმა უნდა გავჩერდი და ძაღლს წავეთამაშე, მეცხვარეს ჰგავს უსაშველოდ (და ბევრმა უკვე მითხრა მეცვარეაო, მარა რა მნიშ..) ხოდა ლეკვი პუტკუნა კი არის და ბებომ როგორც მითხრა, ლეკვების საჭმელს ვყიდულობო მარა რწყილების წამლის ფული არ მაქვს და კარგად ვერც ვუვლიო.. მეთქი თუ გინდათ მე წავიყვან და მოვუვლი მეთქი და ძალიან გაუხარდა.. ეგრევე მომცა

თუმცა რაღაც ფული დავუტოვე, შემეცოდა რავი..
ხოდა მოკლედ, ზოო პლაზაში წავათრიე ეს ძროხა, შეამოწმეს და რწყილების გარდა ყველაფერი კარგად აქვს, ვუყიდე საჭმელი, ჯამი, და აშეინიკი (თუ ყელსაბამი თუ რაც ჰქვია)... რწყილების წამალი წავუსვი და მივბანეს პონტში, ცოტა დაისვენა, უფრო გაღიავდა, თუმცა კიდე ჰყავს..
ეხლა დედიკო წავიდა რწყილის საწინააღმდეგო ყელსაბამი უნდა უყიდოს..
უზომოდ ლამაზია და საყვარელი

კავკასიური ნაგაზი უკვე მყავს (12 წლის) თუმცა ის ქვედა ეზოშია, ამიტომ ამას უპრობლემოდ გავზრდით (თუ რწყილებს მოვაშორებთ..)
ხოდა აი წარმოგიდგენთ ჩემს პატარა, ბუთხუზა ოთხფეხა მეგობარს
პ.ს სახელი არ მომიფიქრებია და დამეხმარეთ..


"თავიდან მეგონა რომ სახლი უბრალოდ ქანაობდა თავისთვის" (c) Feel_For_You (კომენტარი მიწისძვრაზე)