4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა!
საქართველოს ფაუნისათვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი -ცვლილება კანონში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ!
ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განკარგულებით დაშვებულია დღემდე აკრძალული სახეობების კვლა, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი პოპულაციებისა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ირმის, ჯიხვისა და დათვის ხოცვა. ახალი ნებართვის მიხედვით მურა დათვს-1000ლარად, შველს-500ლარად, მოინადირებთ. ირმისათვის სროლის უფლება 1300ლარად მოგეცემათ, ყველაზე ძვირი ჯიხვზე ნადირობაა-1500 ლარი დაგიჯდებათ.
საკითხავია ვინ დათვალა წითელ წიგნში შეტანილი პოპულაციები და რატომ დაიშვა ნადირობა გაიშვიათებულ, გადაშენების პირას მყოფ ცხოველზე?
საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი ირმის და ასევე გაიშვიათებული ჯიხვის მოკვლა სამშობლოს ღალატის ტოლფასია. დაუშვებელია მურა დათვზე ნადირობა.
საქართველოში არსებული პოპულაცია კეთილშობილი ირემი ენდემურია, დამახასიათებელია მხოლოდ კავკასიისათვის, შესაბამისად სხვა ქვეყნებში არ მოიპოვება- მცირერიცხოვნობის გამო საერთაშორისო წითელ წიგნშია შეტანილი, ასევე დაცულია საქართველოს იშვიათი სახეობების წითელ ნუსხის მიხედვით. იმავე ნუსხის მიხედვით დაცული იყო დასავლეთ დასავლეთ კავკასიური ჯიხვი და მურა დათვიც. ეს სახეობები გადაშენების პირას არის. გადაშენებას იწვევს ბრაკონიერობა,საძოვრების გაფართოების გამო საარსებო არეალის შევიწროება,უკონტროლო ტურიზმი, ნადირობა და სხვა.
დაშვებულია ნადირობა ასევე მგლებზე. ბევრი მოსაზრებებია ამ საკითხთან დაკავშირებით მაგრამ ყველას ავიწყდება თუ რა ფუნქციას ასრულებს მგელი ბუნებაში და ეს ფუნქცია ტყის სანიტარია. საკმაოდ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ბიოლოგიურ ჯაჭვში. მგელი იკვებება დასუსტებული და დაავადებული ცხოველით რაც კიდევ ერთხელ არიდებს ველურ ბუნებაში ინფექციური კერების გავრცელებას.
ყაზბეგის რაიონში თავდასხმის სიხშირის ზრდა გამოწვეულია არა მგლის რიცხოვნობის ზრდით, არამედ შინაურ ცხოველების მოპოვებაზე სპეციალიზებულ მგლების რაოდენობის მომატებით ანუ სინანტროპიზაციის ხარისხის გაზრდით. ადამიანის სამოსახლოსთან მგლის მოახლოება და საქონელზე გახშირებული თავდასხმის ძირითადი მიზეზია1:ბუნებრივი მსხვერპლის სახეობების სიმცირე.
2: საქონლის დაცულობის დაბალი ხარისხი განსაკუთრებით კი მსხვილფეხა პირუტყვის. მაგ.დარიალის ხეობაში ყოველთვის არის მწყემსის გარეშე გაშვებული ცხენების და ვირების რემა, ძროხების ჯოგი, რაც ამ ტერიტორიაზე მგლის მგლის მოზიდვას იწვევს.
3: ნაგავსაყრელის არსებობა. ადამიანის სამოსახლოსთან მდებარე ნაგავსაყრელები როგორც ველური ისე შინაური ცხოველებისათვის მუდმივი საკვების წყაროა. აქედან გამომდინარე იზიდავს მგელს.
"ადამიანისა და მგლის კომფლიქტის" დასარეგულირებლად აუცილებელია:
1 მგლის თავდასხმის მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება,გარემოს დაცვის რეგიონული სამსახურის მიერ სწორი ინფორმაციის რეგულარულად შეგროვების უზრუნველყოფა.
2 გარეულ ცხოველთა რეგულირების წესების შესახებ კანონის მოსახლეობისათვის გაცნობა რეგიონული სამსახურების დახმარებით კანონის რეკლამირება.
3 მოსახლეობაში მგლისგან თავდაცვის საშუალებები, განსაკუთრებით კი სათანადოდ გაწვრთნილი მცველი ძაღლების ყოლის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის რეგულარული გავრცელება გარემოს სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ.
ფრინველები იმ იშვიათი ნიჭით არიან დაჯილდოებული, რასაც ფრინველის უნარი ჰქვია და ამიტომაც მათ შორის გეოგრაფიულად მცირე არეალში გავრცელებული, ანუ ენდემური სახეობები არც ისე ხშირად გვხვდება. ერთ-ერთ ასეთი იშვიათი სახეობაა კავკასიური როჭო,რომელის დედამიწის ძალიან მცირე ნაწილში- მხოლოდ კავკასიის მთებში ბინადრობენ და ჩვენს ბუნებას ამით უფრო მიმზიდველსა და უნიკალურს ხდის. სამწუხაროდ, კავკასიურმა როჭომ, შესაძლოა, უახლოეს 20- 30 წელიწადში უკვე თითქმის გადაშენებული სახეობების -ლეოპარდის, ქურციკის, აფთრის, გავაზის და სხვა ლეგენდათქცეული ჩვენი ფაუნის წარმომადგენლების ბედი გაიზიაროს. გავრცელების ვიწრო არეალისა და ადგილსამყოფელის დეგრადირების გამო იგი გადაშენების საფრთხის წინაშეა და გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფ ფრინველებს მიეკუთვნება- შეტანილია როგორც საეთაშორისო წითელ ნუსხაში, ასევე ევროპაში საფრთხის ქვეშ მყოფ ფრინველთა სიაში და მისი გავრცელების ყველა ქვეყნის (რუსეთი, თურქეთი, ირანი სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო)წითელ წიგნში. ეს კი ნათლად მიუთითებს, რომ მის გადასარჩენად განსაკუთრებული ზომების მიღებაა საჭირო. ამ ფრინველისთვის ძირითად პრობლემებს მისი ადგილსამყოფელის შემცირება, დეგრადირება და ფრაგნენტაცია წარმოადგენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრაკონიერობა და ადამიანის მხრიდან შეწუხების ფაქტორი. კავკასიური როჭოს მთლიანი რაოდენობისა და გავრცელების არეალის ნახევარზე მეტი საქართველოს ტერიტორიაზეა, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას-იგი ჩვენი მთებისა და ქვეყნის სიამაყეა და მისი შენარჩუნება ჩვენი ეროვნული ვალია.
ცხოველთა დამცველები , არასამთავრობო ორგანიზაციები , ვიკრიბებით ვაჟა ფშაველას ძეგლთან 04.10.2011. 13 სთ-ზე გთხოვთ მობრანდეთ
სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ მამალაძე
http://vet-express.ge/animal_protection.php This post has been edited by Dr Regners on 3 Oct 2011, 21:06