4 აპრილი - უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღეა!
მთელი მსოფლიო აღნიშნავს ამ დღეს! უპატრონო ცხოველთა არსებობა და მათი ბედი ცივილიზებული კაცობრიობის გულისტკივილია.
ჩვენთან საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას უპატრონო ცხოველები წარმოადგენენ, . მიზეზს ბევრი ფაქტორი წარმოადგენს მოქალაქეების არაჰუმანური დამოკიდებულება მათ მიმართ- ქუჩაში გამოგდება, სასტიკი მოპყრობა.
მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულებას და უმოქმედობას სავალალო შედეგამდე მივყავართ- ძაღლების და კატების მოხეტიალე ცხოვრება ქუჩებში მანქანების ჩქარი გადაადგილების შედეგად მიყენებული ტრავმები, ლეიშმანიოზი, ცოფი და სხვადასხვა დაავადებები.
სახელმწიფო ვალდებულია ზრუნავდეს უპატრონო ცხოველთა ბედზე, ცნობილია რომ ქ თბილისის მერია აშენებს უპატრონო ცხოველთა თავშესაფარს რაც მისასალმებელია.
საკანონმდებლო ბაზაში არ არსებობს უპატრონო ცხოველთა დაცვის მექანიზმი რაც ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ცხოველთა უპატრონობა.
ჩვენ შევისწავლეთ მექანიზმი თუ რა ფაქტორებით ხდებიან ცხოველები უპატრონო სტატუსით: სოფლებიდან ჩამოჰყავთ ლეკვები იმ მოტივით თითქოსდა კავკასიური ნაგაზები არიან, შემდგომში როდესაც აღწევენ 5-6 თვეს და მათი ექსტერიერი არ შეესაბამება სტანდარტებს პატრონებს ეკარგებათ ინტერესი მათი შენახვისა და ხდება გამოგდება ქუჩაში.
ბევრი ვერ უძლებს მძიმე ეკონომიური მდგომარეობას და იძულებულია მოიცილოს თავიდან შეწდეგი- ძაღლი ქუჩაში.
ზოგ ძაღლს ქუჩაში უხდება ლეკვების დაყრა და პრობლემას პრობლემა ემატება.
ქუჩაში დახეტიალობენ მშიერი ძაღლები, მათ არავითარი ელემენტარული პირობები არ გააჩნიათ, ეძებენ სითბოს, ალერს ადამიანისგან, ზოგს უმართლებს, ზოგს კი სასტიკად ეპყრობიან და ცემა-ტყეპით იგერიებენ შორს. ზოგი ძაღლი დარდისგან კვდება, ზოგი კი დაავადებებისგან.
ცხოველთა დამცველთა რიგები იზრდება და ვინაიდან უპატრონო ძაღლიების განადგურების სტრატეგია და საშუალებები მართლაც იმსახურებენ კრიტიკას და პროტესტს თბილისის მოსახლეობის ნაწილს სურს გადაარჩინოს უპატრონო ძაღლები, , მათ გული შესტკივათ უპატრონო ცხოველთა მდგომარეობაზე, ისინი კვებავენ მშიერ ძაღლებს, კატებს, ზრუნავენ მათზე რაც მისასალმებელია და საამაყოც.
ჩვენ გავხსენით უპატრონო ცხოველთა თავშესაფარი ჩამოვაყალიბეთ მობილური ჯგუფი, თბილისის ქუჩებიდან ავიყვანეთ 42 უპატრონო ძაღლები და გადავიყვანეთ თავშესაფარში სადაც დაიდეს ბინა . მაგრამ ჩვენი ნაბიჯი წვეთი ზღვაში იქნება თუ მოსახლეობამ არ ამოგვიდგა და არ შეცვალა თავისი დამოკიდებულება მათ მიმართ.
სწორედ ამიტომ 2011 წლის 4 აპრილს 13:00 საათზე, თბილისში ვაჟა ფსაველას ძეგლთან მიმდებარე სკვერში ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები: ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA, ”თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენის და დაცვის ასოციაცია” და ”სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება” ცხოველთადამცველებს და ცხოველთამოყვარულ ადამიანებს გიხმობთ აქციაზე. მოგიწოდებთ და თხოვნით მოგმართავთ, რომ გამოიჩინოთ კეთილი ნება და ამ დღეს მსოფლიოს სხვა ხალხებთან ერთად პატივი მივაგოთ ჩვენს ოთხფეხა უპატრონო ცხოველებს, დავეხმაროთ მათ! შევკრიბოთ საკვები, მედიკამენტები, ინვენტარი და მზრუნველობა გამოვიჩინოთ მათ მიმართ. აქციაზე კეთილი ადამიანების მიერ შემოწირული თანხები, საკვები და სხვა საშუალებები გადანაწილებული იქნება ამ ორგანიზაციების თავშესაფრებზე უპატრონო ცხოველების დახმარებისათვის.
2011 წლის 4 აპრილს 14:00 საათზე, ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების: ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA-ს , ”თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენის და დაცვის ასოციაცია”-ს და ”სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება”-ის ხელმძღვანელთა თეიმურაზ წიქორიძის, თამაზ ელიზბარაშვილისა და ვახტანგ მამალაძის მხრიდან გაფორმდება ამ ორგანიზაციებს შორის ურთიერთგაგებისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
აქციის მონაწილეთა მხრიდან ხელმოწერილი იქნება მიმართვა (პეტიცია).
აქციაზე მოეწყობა თავშესაფრების ბინადართა და სხვა უპატრონო ცხოველთა ფოტოგამოფენა. შეკრებაზე მოყვანილნი იქნებიან თავშესაფრებიდან და ქუჩიდან უპატრონო ცხოველები მათი გაჩუქების მიზნით.
მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ 4 აპრილს გამოვიჩინოთ კეთილი ნება და დავეხმაროთ უპატრონო და უსახლკარო ცხოველებს!
http://www.strayanimalsday.org/http://www.gspsa.org.ge/http://www.arpd.org.ge/http://www.vet-express.ge/http://www.facebook.com/pages/სრულ...77001897?ref=ts * * *
სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავშესაფარი მანკოდაში




This post has been edited by Dr Regners on 31 Mar 2011, 22:13