OK

მანამდე კი გავაგრძელოთ წყლის თემათიკა.
MITIATOუუუულამაზესი

მინდა
კუნძულის ყველაზე იშვიათი ძუძუმწოვარიCephalorhynchus გვარის დელფინებიდან ყველაზე კარგად ჰექტორის დელფინი (Cephalorhynchus hectori) არის შესწავლილი. ის ახალი ზელანდიის ერთერთი ენდემური ძუძუმწოვარი ცხოველია. აღწევს 1,4მ-ის სიგრძე და არის დედამიწის ვეშაპისნაირების რიგის ერთ-ერთი ყველაზე პატარა წარმომადგენელი. თავისი სახელწოდება მან მიიღო მუზეუმის კურატორის - ჯეიმს ჰექტორის პატივსაცემად, რომელმაც პირველმა გამოიკვლია დელფინის პირველი ეგზემპლარი. ხოლო 1881 წელს ჰექტორის დელფინი მეცნიერულად იყო აღწერილი ბელგიური ზოოლოგის - პიერ-ჟოზეფ ვან ბენედონის მიერ.
ჰექტორის დელფინი ორ ქვესახეობად იყოფა, რომლებიც ერთმანეთისგან გენეტიკურად და საცხოვრებელი ადგილით განსხვავდებიან:
Cephalorhynchus hectori hectori, რომელიც ცნობილია სამხრეთი კუნძულის სანაპიროდან და
მაუის დელფინი (Cephalorhynchus hectori maui).
მაუის დელფინი (Cephalorhynchus hectori maui) - ჰექტორის დელფინის ქვესახეობაა, რომელიც ბინადრობს ჩრდილოეთი კუნძულის სანაპიროს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ამჟამად მთელ მსოფლიოში მაუის დალფინების რაოდენობა არ აჭარბებს 55 ინდივიდს. 30 წლის წინ კი ჰექტორის და მაუის დელფინების პოპულაცია 26,000-ზე მეტ ცხოველს შეადგენდა.
ჰექტორის დელფინი - დღესდღეობით არსებული დელფინებიდან ყველაზე პატარაა. ზრდასრული ინდივიდები 1,2-1,6 მეტრს აღწევენ, ხოლო მათი წონა 40-60 კგ-ის ფარგლებში მერყეობს. სქესობრივი სხვაობა ჰექტორის დელფინებში სუსტადაა გამოხატული და მჟღავნდება როგორც წესი დედლების მოდიდო ზომებით მამლებთან შედარებით. მათი თავი მომრგვალო ფორმისაა, გამოკვეთილი ნისკარტის გარეშე. სხვა დელფინებისგან ყველაზე მკვეთრი განმასხვავებელი ნიშანი არის მომრგვალებული ზურგის ფარფლი, რომელსაც მულტფილმის გმირის მიკი მაუსის ყურს ამსგავსებენ.
დელფინის შეფერილობა კი ძალიან ელეგანტურია. სხეულის ძირითადი ფონი - ღია ნაცრისფერია, იმ დროს, როცა ზურგის და მკერდის ფარფლები შავად არის შეფერილი. თვალები და დრუნჩი შავი ნიღბითაა დაფარული, რომელიც მკერდის ფარფლებამდე ვრცელდება. დელფინის თავს, სასუნთქი ხვრელის უკან, ოდნავ მუქი ფერის ნახევარმთვარისებრი ფორმის ზოლი გადაჰკვეთს. კისერი და მუცელი - თეთრი ფერისაა. სხეულის გვერდებსაც თეთრი ზოლი გადაჰკვეთს. ახალშობილები ზრდასრული დელფინების მსგავსია. ერთადერთი განსხვავება არის სხეულის ძირითადი ფონი, რომელიც ახალშობილებში უფრო მუქია.


დაჭერილი და მეჩხერ წყლებში მოხვედრილი დელფინები წარმოადგენენ ძვირფას მასალას მათი ცხოვრების ისტორიის და რეპროდუქციული სისტემის შესწავლის თვალსაზრისით. სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა დედლებში-19-ს, ხოლო მამრებში 20 წელიწადს შეადგენს. თუმცა, ფოტომასალის მრავალწლიანი შეგროვების და ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული პროექტის საფუძველზე, რომელიც გულისხმობდა ჰექტორის დელფინების იდენტიფიკაციას სურათების საშუალებით, გამოვლენილ იქნა სახეობები, რომელთა ასაკი 23 წელიწადზე ნაკლები არ იყო. მამრები სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 5-დან 9 წლამდე, ხოლო დედლები პირველ შთამომავლობას აძლევენ 7-დან 9 წლამდე 2-4 წლის ინტერვალით.
როგორც ჩანს, ჰექტორის დელფინებს, ისევე როგორც სხვა ვეშაპისნაირებს, დაბალი რეპროდუქციული მაჩვენებლები აქვთ. ზრდის მაქსიმალური ტემპი შეადგენს 1.8-4.9%-ს წელიწადში და როგორც წესი, ამ მაჩვენებლებიდან პირველი უფრო რეალისტურია.
მშობიარობა როგორც წესი მიმდინარეობს ნოემბერსა და თებერვალს შორის. ახალშობილი დელფინი (დედალი მხოლოდ 1-ს აჩენს) რჩება დედის მახლობლად 2 წლის ასაკამდე.

"დედა პატარასთან ერთად"
წინათ დელფინების ეს სახეობა წარმოადგენდა ნადირობის მიზანს, მაგრამ მოგვიანებით ეს შეწყდა. იმის გამო, რომ დელფინები ბონადრობენ სანაპიროს მახლობლად, ისინი მოწყვლადი არიან ბევრი საფრთხის მიმართ, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის საქმიანობასთან, როგორიცაა ქიმიური დაბინძურება, გემების მოძრაობა და აგრეთვე საცხოვრებელი გარემოს ცვლილებები. დღევანდელ დღეს ამ სახეობისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს მეთევზეობა.
მკვლევარები აფასებენ პოპულაციის რიცხვის შემცირებას 1/3-ით 1970 წლიდან მეთევზეობის გამო.
2 აპრილს WWF-მა დაიწყო ინტერნეტ-კამპანია, რომლის მიზანი იყო ახალი ზელანდიის ხელისუფლებაზე ზემოქმედება. თევზის მეურნეობის მინისტრს პიტერ ჰოჯსონს ათასობით წერილი უნდა მოსვლოდა სხვადასხვა კუთხის ადამიანებისგან, რომელთა ერთადერთი მოთხოვნაა ყველა შესაძლო ზომების მიღება ჰექტორის დელფინების გადასარჩენად. აქციაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
გასულ წელს ახალი ზელანდიის სამხრეთი კუნძულის სანაპიროს მახლობლად 6 ჰექტორის დელფინი დაიღუპა სათევზაო ბადეში გახლართვის შედეგად. ამ იშვიათი დელფინების პოპულაცია სულ რაღაც 55 ცხოველს შეადგენს და ყოველ 5 წელიწადში მსგავსი მიზეზების გამო ერთი ინდივიდის დაღუპვაც კი ძალიან გაართულებს სახეობის სიცოცხლისუნარიანობის აღდგენას. გასულ აგვისტოს ახალი ზელანდიის თევზის მეურნეობის მინისტრმა აკრძალა როგორც კომერციული, ასევე სამოყვარულო მეთევზეობა დელფინების ბინადრობის უმეტეს რაიონში. მაგრამ მეთევზეების პროტესტის შემდეგ სასამართლომ გააუქმა ეს აკრძალვა და სათევზაო ბადეებით მეთევზეობა ისევ განახლდა.

"სათევზაო ბადეს მსხვერპლები"
«ნათელია, რომ ჰექტორის დელფინი შიძლება საერთოდ გაქრეს, თუ ხელისუფლება არ მიიღებს გარკვეულ ზომებს ამის საწინააღმდეგოდ» — იძახის კრის ჰოუ, ახალი ზელანდიის WWF ბუნების დაცვის დირექტორი.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც გაუქმდა აკრძალვა სათევზაო ბადეების გამოყენებაზე დელფინების ბინადრობის რაიონებში, ხელისუფლებამ პირობა მისცა სხვა ზომების მიღებაზე 2 თვის განმავლობაში.
WWF თვლის, რომ ხელისუფლებამ უნდა აკრძალოს ნებისმიერი სახის მეთევზეობა ჰექტორის დელფინების ბინადრობის რაიონებში. გარდა ამისა, სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს გეგმა ამ სახეობის აღდგენისთვის.

«ჰექტორის დელფინები არა მარტო ნაციონალურ ღირსებას და ახალი ზელანდიის სიმბოლოს წარმოადგენენ. მათ გადარჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსთვის. ახალი ზელანდია ამაყობს ’’მწვანე’’ ქვეყნის სტატუსით და რამოდენიმე მეთევზემ არ უნდა გადაწყვიტოს ამ დელფინების ბედი. WWF თვლის, რომ ამ სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლო გზა უნდა მოიძებნოს მეთევზეებთან ერთად, მაგრამ დღესდღეობით ყველაზე მთავარია-სათევზაო ბადეებში დელფინების დაღუპვის შეჩერება» — ამატებს ჰოუ.
http://www.hectorsdolphins.com/