#27227447 · 5 Sep 2011, 14:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
KoKo:) ბეწვი არაფერს არ გიზამს. ძალიან დიდი რაოდენობით უნდა გადაყლაპო, რომ ბეზოარი დაგემართოს. ანუ ამ დიდი რაოდენობით ბეწვს კუჭის წვენი ვეღარ ინელებს და იქ გორგალივით გროვდება, მაგრამ ეგეთი რაღაცა ან ფსიქიურად დაავადებულებს ემართებათ, ძალით რომ ჭამენ ბეწვს, ან ბეწვეულის დამამუშავებელ საამქროში თუ რაც არის მომუშავეებს. ბეწვზე ლეგენდები ძირითადად წარმოშობილია ექინოკოკის გამო, რომლის კვერცხები ეწებება ხოლმე ძაღლის ბეწვს და ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მაგრამ ექინოკოკი ემართებათ ძაღლებს, რომლებიც ექინოკოკით დაავადებული ძროხის უმ ხორცს შეჭამს. ანუ, თუ ძაღლს მოუვლი, კარგ საჭმელს აჭმევ, ჭიის წამალს დროზე დაალევინებ, დავარცხნი, დაბან, არც იმას შეექნება პრობლემები და არც შენ.
--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე, როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე, როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი, თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”
|