აზრზე არ ვარ
აი ახლა მოვძებნე რაღაც ინტერნეტში. როგორც გავარკვიე ეგ ყავისფერი ნისკარტი იმას ნიშNავს, რომ დედალი უკვე მომწიფდა, და მზადაა გასამრავლებლად (ანუ 1 წელზე მეტისაა და პატარა აღარაა). გამუქება გაბაცებაზე არაფერი არსად არ წერია. საერთოდ ცხოველებს ხომ აქვთ გარკვეული პერიოდი გამრავლების, ყოველთვის არ მრავლდებიან. აი ამათთან მთლად მასე ასე არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში სახლის პირობებშI

მთავარია ის გარემო შეუქმნა, რომელიც გამრავლებისთვისაა საჭირო.
პირველ რიგში:
1)დედალიც და მამალიც 1 წელზე მეტის უნდა იყვნენ.
2) ასევე, დედალი და მამალი უნდა უკვე დაწყვილებული იყვნენ (ანუ უხეშად რომ ვთქვათ, უნდა "უყვარდეთ" ერთმანეთი"

) ეხლა რაში გამოიხატება ეს "სიყვარული"

ხშირად უნდა ისხდნენ გვერდი-გვერდ, ერთმანეთს აჭმევდნენ და ნისკარტით ეფერებოდნენ და ასეთი რამეები.-ასეთ შემთხვევაშI ბევრად უფრო ადვილია გამრავლება.
3) გალიის ზომა უნდა იყოს არანაკლებ 70x40x40 სმ-ისაა (სიგრძეXსიგანეXსიმაღლე). და გალიის ძირზე უნდა დააფინო ქაღალდი ან რამე (ეს რა შუაშია ვერ მიხვდვი ოღOნდ)
4) უნდა იყიდო ხის ბუდე, და შიგნით ჩაყარო სპეციალური ნახერხი, რომელსაც მერე დედალი თვითონ მოუვლის, პირით შეაწებებს და ასე შმეგდე, სახლის დალაგების პონტშI

5) გაითვალისწინე, რომ ცარცი აუცილებლად უნდა გქონდეს გალიაში, დედალი ბევრ კაცლიუმს დაკარგავს და სჭირდება. ასევე სასურველია იოდის მიცემა, ოღOნდ ეს იოდი იყიდება უცხოეთში და აქ რა სახით უნდა მისცე წარმოდგენა არ მაქვს.
6)ასეთი რამე წერია, რომ რამე ხის ჯოხი, ან ტოტი რო იყოს გალიაში რომ დედალმა დაღრღნას კარგი იქნებაო, გამრავლების ხასიათზეც მოვა (რატო არ ვიცი

)
7) მზის სინათლე ხშირად უნდა შესდიოდეთ, ანუ ხშირად ნუ გადააფარებ. სინათლეზე გონიათ, რომ გაზაფხულ-ზაფხულია, და მოუნდებათ გამრავლება. ნუ პრინციპში ზაფხულია ისედაც : D
ასევე ძალიან საინტერესო რამეს გადავაწყდი. რჩევა გამოუცდელ ბრიდერებს (ანუ ვისაც გამრავლება უნდა თუთოების და პროფესიონალი არაა)
და რჩევა რა არის: "ნუ გაამრავლებთ თუთოებს"

და საკმაოდ ბევრი მიზეზი:
"1)პირველი მიზეზი ისაა, რომ ისედაც ძალიან ბევრი თუთოა, მაღაზიებში თუ კერძო პირებთან(პროფესიონალ ბრიდერებთან) რომელთაც სახლი სჭირდებათ. ძალიან ბევრი მათგანი მაღაზიაშივე კვდება, რადგან ყველას რა თქმა უნდა არ ყიდულობენ.
2) ფაქტობრივად სახლის თუთოებს შენ უქმნი ხელოვნურად გასამრავლებელ გარემოს, არადა ის ფაქტი არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ თუთოებს ყოველთვის არ უნდათ გამრავლება (როგორც ადამიანებს პრინციპში), და არ უნდათ ბარტყებზე ზრუნვა. რატომ? იხილე მესამე პუნქტი

3) თუთოებისთვის ძალიან დიდი სტრესია ბარტყებზე ზრუნვა, განსაკუთრებით დედლებისთვის. ძალიან ბევრ ნივთიერებას კარგავენ მაგ დროს. თავის თავს იმდენად აღარ უვლიან, ცოტას ჭამენ და ა.შ.
4) დედლები რისკის ქვეშ დგანან: შეიძლება არასწორად განვითარდეს კვერცხი მუცელში (უხეშად რომ ვთქვათ, გაიჭედოს), და ვეტერინარული ჩარევა დასჭირდეს. (რასაც საქართველოში ვერ იზამ, არ გვყავს ფრინეველბის ექიმები, და ფაქტობრივად გაწირავ თუთოს სასიკვდილოდ)
მოკლედ ერთი სიტყვით რომ ვთქვა, რთული საქმეა, არა მარტო თუთოებისთვის არამედ გამოუცდელი პატრონისთვისაც. ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ."©
ესეც სტატია.
მოკლედ ,
KoKo:) , ჩემი პირადი რჩევა იქნება, თუ დააპირებ გამრავლებას აუცილებლად დაეკონტაქტე
sandro87-ს! არაა ეს ადვილი საქმე და ჯობია ვინც ერკვევა მაგ საკითხში კარგად ის დაგეხმაროს.
This post has been edited by MAY_25 on 2 Jun 2011, 14:55