WOMAN IN LOVEმალე რომ მოგეჩვიოთ ერთი მოიყვანეთ ჯობს, ბავშვებსაც წააკითხე პირველი გვერდი, მოვლას რაც შეეხება და ა.შ., რა უნდა აჭამო, რა არა, როგორ მოიჩვიო და რავი ყველაფერი

თუ ბევრ ყურადღებას დაუთმობთ და არ შეაშინებთ ძალიან მალე მოგეჩვევათ, როგორც ცხოველი ისე იქნება, მოეფერებით და მოგეფერებათ

+1 აუცილებლად დააკვირდით ამას, რაც უფრო მეტად მშიშარა იქნება ის მოიყვანეთ ჯობს, რომ ჯანმრთელი იყოს

და კიდევ, ადვილად რომ მოიჩვიოთ ბარტყი უნდ ამოიყვანოთ, მაღაზიებშI ხშირად იტყუებიან, როგორც სქესზე ისევე ასაკზეც, ასე რომ ცოტა თქვენც უნდა იცოდეთ როგორ გაარჩიოთ

პირველი გვერდი წაიკითხეთ ამისთვის აუცილებლად, სურათებია და გადახედავთ ადვილია უფრო

ისე აქაც გეტყვი მოკლედ, რომ პირველ რიგში თვალს დააკვირდი, ბარტყებს სულ შავი უნდა ჰქონდეთ და თეთრი რკალი არ დაყვებოდეთ
თუ ბიჭი გინდათ, პატარა ბიჭებს იასამნისფერი აქვთ აუცილებლად ცხვირი და მერე უხდებათ მუქი ლურჯი. შეიძლება ნახოთ იქ ზოგს ღია ცისფერი ცხვირი ჰქოდეს და გითხრან ბიჭIაო, არ დაუჯეროთ, ეგ ყველა ვარიანტშI გოგოა

ისე სქესს დიდი მნიშვნელობა არ აქვს თუ მაინცდამაინც ლაპარაკი არ გინდათ რომ ისწავლოს, გოგოებიც და ბიჭებიც ორივენი ძალიან მეგობრულები არიან

ისე ესენიც ძალიან კარგები არიან, ნიმფები

უფრო დიდია ტალღოვანთან შედარებით და ძალიან კარგი ტიპია ესეც