გილოცავ!!!
ჩემი ტყიურები რამდენი ხანი იყვნენ გარეთ იცი? 3 დღე
როცა გავდიოდი სახლიდან შედიოდნენ გალიაში, ჭამდნენ, სვამდნენ და დამხვდებოდნენ გარეთ.
თუ სახლში ვიყავი შეფრინდებოდნენ გალიასი, უცებ შეჭამდნენ და ტყვიასავით გამოვარდებოდნენ თუ დამინახავდნენ, რომ ვუახლოვდები.
ბოლოს როგორ დავიჭირე იცი? დესანტნიკი გინახავს, ან მზვერავი ფილმებში... ეგრე მივხოხავდი იატაკზე. რომ დავინახე გალიაში იყვნენ, რომ არ დავენახე, მართლა იატაკზე გავწექი, ნელ-ნელა მივუახლოვდი, და თავს არ ვწევდი, ტელევიზორს ვეფარებოდი რომ ჩუმად მივსულიყავი.... დავკეტე კარები !!!
ტასო, ლენჩი, დარჩა შიგნით, მაგრამ ეს ავაზაკი კოტე ბოლო წამს გამოძვრა და გაფრინდა დისლოკაციის ადგილზე, ანუ ჭერზე

. ახლა ერთი შიგნით არის , მეორე გარეთ, წივიან-კივიან, ერთ ამბავში არიან, ტასო წრეებს ურტყამს მთელ გალიას და გაჰკივის ბოლო ხმაზე მიშველეო, ეს მოფრინდება შლეგიანივით, დაჯდება გალიის თავზე, დამინახავს - ისევ მოკურცხლავს.
მოკლედ ბოლოს შუქის ჩაქრობით, ჟაკეტის გადაფარებით და ამ სადისტური მეთოდების გამოყენებით დავიჭირე და შევაბრზანე გალიაში.
რამდენიმე წუთი პროტესტის ნიშნად კიბეზე დაეკიდნენ და თვალებს მიბრიალებდნენ. მე ბოდიშს ვუხდიდი, თან ვასწავლიდი, სახლიდან რომ გახვალთ შესვლაც უნდა იცოდეთ თქო. შემაქციეს ზურგი ბოლოს და დაიწყეს ჭამა.
არ მელაპარაკებიან.
მეცოდებიან ამ გალიაში, თორემ გარეთ გამოსაშვებები არიან ეგენი?/???

ველურები!
This post has been edited by katokato on 24 May 2011, 01:24
Cтарый месяц Бог на звёзды крошит.