sandro87
დილეტანტები წიგნებით და ინტერნეტით ვხელმძღვანელობთ, + ჩვენი მცირედი გამოცდილებით. ჩვენ თვითონ არაფერს ვიგონებთ

იმ ინფოზე, რასაც ფორუმზე კითხვა-პასუხით იღებენ, ჯერჯერობით არავის შემოუჩივლია. პირიქით, ძალიან ბევრს დავეხმარეთ, მგონი ამიტომაც მომვმრავლდით. ელემენტარული რამეები ჩვენც გაგვეგება. ზოგმა არ იცის უცხო ენა ისე კარგად და ამისათვის ვთარგმნეთ რაღაც-რაღაცეები და ზოგადი ინფორმაცია დავდეთ პირველ გვერდზე. დილეტანტურია,თუ რაც არის, მემგონი ცუდი არ უნდა იყოს

ფორუმზე ძალიან ბევრი შემოდის. ზოგი ერთჯერადად შემოვა, კითხვას დასვამს, მიიღებს პასუხს და წავა. ზოგი კიდე ამ თემაში რჩება. არამგონია ვინმემ თუთო მოიყვანოს და ფეისბუქზე ეძებოს ჯგუფი თუთიყუშების შესახებ. ამიტომაც მიმაჩნია რომ ყველას ფეისბუქზე გადაბარგება უაზრობა იქნება, მაგრამ იმას არ ვამბობ რომ ის ჯგუფი არ მომწონს, პირიქით, ძალიან გამეხარდა. და იქაც ხშირი სტუმარი ვიქნები. ეს იყო და ეს
და პროფესიონალური რჩევა თუ დაგვჭირდა ფეისბუქის საიტზე მოგაკითხავთ

თუ რა თქმა უნდა აქ აღარ იქნები, როგორც შენ ამბობ აღარ აპირებ აქ შემოსვლას. როგორც ამას წინათ, ოღOნდ მაშინ არ ვიცოდით სად გვეპოვე. ახლა ვიცით რომ ფბ-ზე იქნები, და ძალიან კარგია