მატლია, ბუგრი, თუ ხოჭო?
კოლორადოს ხოჭო თავიდან ყვითელია და ტან და თან იფარება შავი ზოლებით.
იმაგოს ულვაშები 12 ნაწევრიანია, ფეხები ყვითელია, წვეროსაკენ შავი, ამასთან, ულვაშების ნაწევრები ფუძიდან წვეროსაკენ თანდათან განიერდებიან. წინა ზურგზე სხვადასხვა ფორმის და ზომის ლაქები გააჩნია. ყვითელი ფერის ზედა ფრთებზე მკაფიოდ მოჩანს ათი სიგრძივი შავი ზოლი. ხოჭოს სხეულის სიგრძე 15 მმ-ს აღწევს.
მატლიც დაახლოებით ხოჭოს სიგრძისაა. მატლს მუცლის შუა სეგმენტები ძალიან განიერი და ამობურცული აქვს, რომელსაც გვერდებზე შავი მეჭეჭების ორ-ორი სიგრძივი რიგი მისდევს. თავი, წინა ზურგის ფარი და ფეხები შავი აქვს. ახალგაზრდა მატლი ნარინჯისფერი ან წითელია. წამოზრდილები კი - ნარინჯისფერია, ყვითელი ელფერით.
ფართოდ გავრცელებული სახეობაა. მას შეუძლია კარტოფილის ნათესების სრული გაშიშვლება, თუ მის წინააღმდეგ არ იქნა სათანადო ბრძოლის ღონისძიებები გატარებული.
მავნებელი ზამთარს ატარებს იმაგოს ფაზაში ნიადაგში. გაზაფხულზე, როდესაც ნიადაგში ხოჭოების მეზამთრეობის სიღრმეზე ტემპერატურა 14°-ს მიაღწევს, იწყება ხოჭოების გამოსვლა, რომლებიც საჭიროებენ დამატებით კვებას, ამიტომ ისინი ხარბად იკვებებიან კარტოფილის და სხვა ძაღლყურძენასებრთა ოჯახში შემავალი მცენარეების ფოთლებით, როგორიცაა: პამიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, თამბაქო და სხვ. დამატებითი კვების შემდეგ ხოჭოები იწყებენ კვერცხისდებას ფოთლის ქვედა მხარეს ჯგუფ-ჯგუფად. გამოჩეკილი მატლები ზრდის დამთავრების შემდეგ ეშვებიან ნიადაგზე და ამა თუ იმ სიღრმეზე იჭუპრებენ.
კოლორადოს ხოჭოს წელიწადში 3 გენერაცია აქვს.
ბრძოლის ღონისძიება: გონივრული თესლბრუნვა. ნაკვეთებში მაღალი აგროტექნიკური ფონის შექმნა.
ქიმიური პრეპარატებიდან გამოიყენება: აცე - 0,025 კგ/ჰაზე, მოსეტამი - 0,025 კგ/ჰაზე, ალპაკი 0,1-0,15 ლ/ჰაზე.
ეს ოფიციალურად.

არაოფიციალურად კი, პამიდვრების სიხლოვეს პარკოსნები და ხახვი დათესე, კოლორადოს ხოჭო სათოფეზე არ მიეკარება
This post has been edited by abelo on 20 May 2011, 22:48