blblblვააა არადა მეც მაგას ვხმარობ, ნეტა მანდ ვადაგასულებს ხომ არ ყიდიან? ცალობით თუ ყიდულობ აწი კოლოფი გაჩვენონ უთხარი. წესით კოლოფში დევს კიდევ ერთი გამჭვირვალე კოლოფი, რომელშიც სათითაოდ ჩადებულია ეს ამპულები, უკნიდან ვერცხლისქაღადით დამაგრებული, ანუ უნდა მოიჭრას ან უკნიდან გაიხეს რომ ამოიღო ამპულა.
აუ მეც გაცოფებული ვარ დღეს . მოკლედ დილით წავედით სასეირნოდ, და ლაილა რახან წეჩკიანია ისედაც ისეთ დროს დავდივართ როცა თითქმის აღარავინ გვხვდება. დღესაც მოვედით მინდვრებში და შორიდანვე დავინახე ვიღაცა სიმინდის მინდვრებში იყო შესული, შორიდანვე ჩანდა რაღაც მწვანე რუკზაკივით ეკეთა

მოკლედ წავედი სხვა გზით და უკან რომ მოვდივოდი, დავინახე ველოსიპედით მოდის ვიღაცა. შეუხვია იმ გზაზე სადაც მანამდეც დავინახე მწვანე რუკზაკიანი. ნუ რო შეუხვია თვალში მეცა ეს მწვანე რუკზაკი ისევ და მივხვდი რომ იგივე იყო. მარა ქალი იყო, მეთქი გლეხის ( მინდვრების პატრონის) ცოლია, ისევ სიმინდებთან მივიდა

მეთქი რას დარაჯობს ნეტა ამ სიმინდებს

ხოდა ცოტახანში ვხედავ მოდის უკან, დავაჯინე ლაილა ჩაგვიარა ველოსიპედით და რას ვხედავ ის მწვანე რუკზაკი კი არ იყო, ცარიელა ცხოველის სატრანსპორტო ბოქსი იყო

ჩემთავზე მეშლება ნერვები რო ეგრევე არ გავაჩერე

დებილივით მივაჩერდი ამ ბოქს და უცებ დამარტყა თავში რომ ეტყობა რაღაც შინაური ცხოველი გაუშვა მინდვრებში. მივბრუნდი უკან , არა და სად გინდა რომ ეძებო? იმხელა მიდვრებია აქეთ ხორბალი, იქით სიმინდი აბსოლიტურად არაფერი ჩანს. მაინც ვეძებე, მაგრამ ვერაფერი დავინახე. კურდღელიც რომ გაეშვა ფაქტიურად გაწირა სასიკვდილოდ რა