ასე მარტის ბოლოსკენ რო წავიდე ალბათ უკეთესი იქნება
titiraრაშია იცი საქმე ზუსტადარ ვიცი ანუ აზრზე არ ვარ სად წავიდე რომელ ტბაზე. ერთი ტბა ვიცი კახეთში და თუ სხვა ვერაფერი ვნახე იქ წავალ.
ისეთი ადგილი მინდა შევარჩიო რო ტბაში თევზი ბლომატ იყოს, ტყესთან ახლოს იყოს და მგლები და დათვები არ დაძრწოდნენ ოპტომ
ანუ იდეალური ადგილი იმისთვის რო კაცი ასე 1 თვემდე დარჩეს.
მაღაზია არ მინდა მანდ ისეთი ფასებია
მე ვაპირებ სადმე აქ ფორუმზე ან კიდე სადმე ნახმარი დავითრიო. ფული ძაან ცოტაა და რავი ვნახოთ.
კიდე რა მაინტერესებს: ვინც სალაშქროთ დადიხართ იქნებ მითხრათ რა ნივთებია საჭირო რო 1 თვე კაცმა თავი გაიტანოს.
ნუ ზოგი მეც ვიცი მაგრამ მაინც გამოცდილი კაცი სულ სხვაა.
ანუ კომპორტი არ მინდა არანაირათ აი მინიმუმისთვის რო დამჭირდეს. ანუ მინდა ჩემ თავს გამოცდა მოვუწყო რამდენათ შემიძლია ტყეში თავის გატანა მინიმუმი ინვენტარით.
ნუ თევზაობა მინდა რო უმთავრესი იყოს ანუ ძირითადი საკვები საშუალება.