ყველა თევზი კი არა ყველა სულიერი რაც კი ბინადრობს წყალში სულ ყველაფერი კვდება.
SORCERERთუ სათევზაოდ წასვლას გულისხმობ გეტყვი...
1. სიონზე თუ წახვალ შამაიაზე გაერთობი ტივტივით, ღამის თევით თუ წახვალ და ფსკერულით ითევზავებ + ლიფსიტას გამოიყენებ სატყუარად შანში გექნება დაიჭირო ზრდილი კარპი...
2. წალკაში თუ წახვალ როგორც ტივტივათი ასევე ფსკერულით დაიჭერ კარგი ზომის კარჩხანას. ბექთაშენის მხრიდან გავდივარ პირადად მე...
3. თბილისის ზღვაზე თუ ახვალ შესართავთან ტივტივათი დაიჭერ შამაიას, ღორჯოს, კარასს მცირე რაოდენობით ჩემის აზრით, თუ გამოიყენებ სატყუარად ბუღლუჯს და კალიას იმედი გექნება საზნის და ლოქოსი თუ ბაყაყზე ითევზავებ ლოქოს შეიძLება გამოკრა ხელი...
4. შაორზე თუ წახვალ როგორც ტივტივათი ისე ფსკერულით ითევზავებ და იმედიანად...
5. ალაზანზე წასვლას არ გირჩევ რადგან გეშინია უხსენებლების მანდ განსაკუთრებითაა ეხლა + აუარება კოღო...
6. ლისის ტბაზე თუ ახვალ და გადაიხდი 10 ლარს ითევზავებ კარასზე ტივტივით საზანს ნაკლებად უნდა ელოდე.
7. გლდანის ტბაზე ითევზავებ კარასზე როგორც ფსკერულით ისე ტივტივათი. ლეგენდის თანახმად მანდ დიდი საზნების უნდა იყოს

8. თუ წახვალ გორში სკრის ტბაზე გადაიხდი მგონი 5 ლარს ანკესში და შემდეგ 1 კილოში 4 ლარს (თუ არ მეშლება) ითევზავებ საზან კობრზე ტივტივათი
9. თუ წახვალ კუმისზე და არ იქნება ქარი დაიჭერ კარასებს და მუღამს გაისწორებ + ფსკერულზე 300 - 2კგ საზნის იმედიც გექნება ან ამური...
რავიცი არის ადგილები და შენ აირჩიე მანქანა თუყ გყავს + ბენზინის ფული + რა მანქანა გყავს და სად შეძლებ გავლას...
აუ რამდენი ვწერე

და + სადაც არ უნდა წახვიდე და თუ ალერგიული ხარ კოღოსსაწინააღმდეგო მაზი იყიდე...
ადიდე ღმერთი უკუნისამდე..........