ostensible999რა ვუყო მერე, თვითონ იდარდოს ლოოლ

იცი რა არის? ვოლი როცა მოვიყვანე შარშან, არ ვმუშაობდი არაფერი, მთელი დღეები სახლში ვიყავი, სულ მხედავდა, ბევრ დროსაც ვუთმობდი მოთვინიერებაში

მეორე კიდე იმიტომ მოვიყვანე, რომ სამსახური დავიწყე და მთელი დღეები ვოლი მარტო იყო და მეცოდებოდა. მოჩვევა სიმართლე გითხრა არ მიცდია მოლიზე, ხელიდან ჭამს, როცა უნდა თავზე მაჯდება, გალიაში შესმაზე ან თვითონ შედის, ან საჭმლის ჯამს მივუტან, გადმოხტება ხოლმე და ვსვამ უპრობლემოდ. ეგაა ჩემი კონტაქტი, თანაც ვოლი ჰყავს და მე ფეხებზე ვკიდივარ

მაგრამ ვოლი გიჟდება ჩემზე და ჩემ ძმაზეც, უფრო თვინიერიც კია, ადრე ხელს არ მაკიდინებდა, ახლა თუ გინდა გაპუტე არ ინძრევა

რო მხედავს ხომ გიჟს ჰგავს ხოლმე ისე უხარია და მხედავს მხოლოდ დილით და საღამოს, მაგრამ არც მაგ ფაქტს გაუველურებია

ნუ იმას აღარ დავიწყებ, რომ ორი თუ გყავს ლაპარაკს არ ისწავლის და ეგეთი უაზრობები. სისულელეა ეს ყველაფერი

ჩემმა დეიდაშვილმა იყიდა ამას წინათ თუთო და აქ ჰყავდათ მოყვანილი ჩემთან, სამივენი მშვენივრად გაერთნენ
This post has been edited by MAY_25 on 13 Jul 2011, 21:35