MITIATOგილოცავ!!!!! ბედი გქონია, რაც გულით გინდოდა, ის გამოგადგა!

ლაივში ალბათ უფრო მაგარია!!!
ეს მითხარი, სანამ იზრდებოდა საყვავილე, სიბნელეში გედო?(მაშინ ზემოთ ისწრაფვის ყლორტი).
მთლად სიბნელე ვერ ვუზრუნველყავი, მაგრამ ვუზღუდავდი და ყველას ქაღალდის ჩაჩები ჩამოვაცვი დასტეპლერებული, მაგრამ პირველის ღერო 16 სმ-სიმაღლისაა მხოლოდ. "პირველს" ვეძახი, იმიტომ რომ რა სორტია,ვერ ვხვდები; ჯერ ერთი პატარაა, 12სმ. დიამეტრში(მე სულ 18-20-იანებს ვარჩევდი

), მერე კარგა ბლომად მწვანე აქვს ყელში და აქა-იქ ვარდისფერიც... არადა რა სასოებით ავარჩიე თოვლივით თეთრი გრამოფონი...
მოკლედ, ძალიან უკმაყოფილო ვარ.
გახდა ბოლქვი? ჩემი მაგრა გახდა, მეორეს როგორ მოერევა, არ ვიცი. კალიუმი და ფოსფორი მივეცი ნაცრის სახით და მეორე ჯერზე კომპლექსურით შევცვლი. N-P-K.
კენდის სურათი სად გაჩითე????
P.ს. "ვისაც გსურთ და სხვა"
ზალინაა მგონი(შუაში რომ ზის, კარგად კი ვერ ვცნობ, სულ მერევიან ერთმანეთში ის ქალები დეზერტირზე) ნარინჯისფერი კლივია აქვს 30 ლარად. არაუშავს ზომაა.
* * *
irmushelaუყურეთ ერთი ამას!!!! რომ ვიხვეწებოდი, არავის გინდათ შემოამხანაგება-მითქი, მაშინ სად იყავი????????? ახლა შენც გექნებოდა გაყვავებული
This post has been edited by mashikooo on 24 Apr 2012, 22:34