ვნახოთ ბატონო ვნახოთ. აგერ მე და აგერ გრენლანდია

უჶ რავი აბა, სურათზე როგორც ხედავ, ძალიან მჭიდროდ აზიან, ისედაც რო ვერაა, კიდე რაღაცეების მოგლეჯა რაღაცნაირად მეხათრება, სულ არ დავბრიდო. თანაც მაგ შვილებს რა ვუყო მერე, გადავყარო უბრალოდ? მიწაში ეგენი ვერ გაიხარებენ და დამყნობით რაზე დავამყნო ან როგორ უნდა არ ვიცი.
* * *
უი ჰო მართლა ერთი გკითხავთ აქ, იქნებ ვინმეს გაქვთ გამოცდილება.
ესეიგი რა პრობლემა მაქვს, ერთ-ერთ კაქტუსს დაემართა, ძირიდან ზევითკენ წავიდა გახევება თუ რაღაც, აი პრობკასავით რო ხდება. კაი ხანია დაეწყო, თავიდან ცოტა იყო და ნელ-ნელა ზევითკენ წავიდა.
ინტერნეტში რო დავძებნე, მაგას ქვია corking ან უფრო მეცნიერულად suberization (რუსულად пробкование стебля, опробкование) და ყველგან ასე წერია ეგ სიბერისგან ემართებაო და მაინცდამაინც რამე მკურნალობა ვერაფერი ვნახე, ზოგან წერია ტენიანობა შეამცირეთო, ზოგან - მეტი სინათლე მიეცითო, ზოგან - არც არაფერი არ უნდაო, სიბერის ამბავიაო. არადა სინათლე ისედაც ბლომად აქვთ და ტენიანობა ეხლა როგორ შევუცვალო? ჰოდა ვინმეს ხომ არ გაქვთ მაგის გამოცდილება, რამე უფრო ქმედითი არ იცით?
რო ვუყურებ აშკარად გაწვალებულია, თითქოს საკუთარი ტყავიდან ამოძრომას ცდილობს და ვერ ამომძვრალა, კი მართლა ბებერია მარა აშკარად ავადაა.

ისე ეგეც მაგრა ლამაზად ყვავის ხოლმე, რამდენიმე პატარა ძალიან ნასიშენი მუქი წითელი ყვავილებით.