გალიები
წყარო: www.ali.geტალღისებური თუთიყუშების შესანახად ოჯახის პირობებში გამოიყენება ლითონის გალიები.
საუკეთესოა მონიკელებული გალიები. სპილენძის ან მისი შენადნობებისგან დამზადებული გალიები არ ვარგა ვინაიდან წყლის ან სხვა ფაქტირების ზემოქმედებით, დროთა განმავლობაში იჟანგებიან და მომწამვლელნი ხდებიან ჩიტებისათვის.
ხის კარკასისაგან დამზადებული გალიები ასევე ნაკლებად გამოსადეგია ვინაიდან ზოგი თუთიყუში ღრღნის გალიის ხის ნაწილებს და საერთოდ გაძნელებულია ასეთი გალიების მოვლა (დეზინფექცია, მდუღარე წყლით მორეცხვა და ა.შ.)
ესთეტიკური თვალთახედვით თაღოვანი გალიები უფრო ლამაზია, მაგრამ თუ მოყვარულს ჩიტების რამდენიმე წყვილი ყავს უფრო რაციონალურია მათი მოთავსება სწორხაზოვან სახურავიან გალიებში, რაც გალიების ერთმანეთზე განლაგების საშუალებას იძლევა.
გალიის ქვედა ნაწილი გამოსაწევი უნდა იყოს,
რაც აადვილებს მის წმენდას.
ტალღისებური თუთიყუშების გასამრავლებლად სასურველია პალაური-დიდი გალია, სწორკუთხოვანი ბრტყელი სახურავით. უკანა მხარეს გვერდებზე უნდა ქონდეს კარები საბუდე ყუთის ჩამოსაკიდებლად. 180სმ სიგრძის პალაურში შეიძლება მოთავსდეს და გამრავლდეს 2-3 წყვილი თუთიყუში.

This post has been edited by Qetucha on 29 Aug 2011, 12:43