გუშინ ძალიან შევაშინე ჩემი პატარები

მეზობელი ჩამოვიდა და მანახე ახალი თუთიკოო, გამოვუყვანე , ეძინათ უკვე და გაეღვიძათ, მაშიკო რომ ნერვიულობს ჯავრს ჟაკოზე იყრის ხოლმე და ძალიან მწარედ დაწყო კბენა და შემეშინდა, რამე არ დაეშავებინა, შევყავი ხელი გალიაში და მაშიკო გამოვიყვანე, მარა სანამ გამოვიყვანე, ისტერიკები მორთეს ორივემ. რომ გადავსვი მაშო, ჟაკომ ჩხუბი დამიწყო, მიყურებდა და გაბრაზებული რაღაცას მეჭიჭყინებოდა

ძალიან შემეცოდა, ძალიან. მერე ისევ დავიჭირე მაშიკო და ისევ უკან შევუსვი. დღეს დილას ტკბილად ჟღურტულებდნენ. ჩემ თავზე ძალიან გავბრაზდი

მაშიკო ხო დაშინებული მყავდა, ახლა ჟაკოც დავაშინე.
დღეს რომ ვუყურებდი, გული მტკიოდა, ასეთ პატარა არსებებს როგორ ვაწყენინე თქო

თან, მაშიკო რომ დავიჭირე, გაფრენას ცდილობდა და კუდიდან ცოტა ძლიერად მომექაჩა და ერთი ბუმბული ამოძვრა

ეტკინა ალბათ
MAY_25პრივეეტ, როგორ დაისვენე? როგორ მოგენატრებოდნენ პატარა ჩიჟოები ალბათ
ninoni1515ვაიმეე, რა ტკბილიაა

მესამე სურათში განსაკუთრებით.