იაკინთე IIთემის შესავალი ნახე ყველა შენ კითხვაზე თუ არა უმეტესობაზე პასუხი იქ წერია

თუ გეზარება შესავლის მთლიანად წაკითხვა აი აქ დაგიწერ ეხლა ვიპოვე რომელიღაც საიტზე და წაიკითხე
რა მაგარი სურათია


ლაპარაკობენ მხოლოდ მამლები დედლებს თითო -ორ სიტყვას თუ ამოგლიჯავ როგორც ვიცი მაქსიმუმ ისიც
2 ( მითუმეტეს მეტი ) თუთიყუში ერთად არ ლაპარაკობს, რადგან ყურადღება ეფანტებათ. იკვებებიან ფეტვით, ბოსტნეულით .. გალიაში ან სახლში აუცილებელი ყოფილა ხის ტოტი სადაც დაჯდებიან.. ( ფეხების მასაჟისთვის აუცილებელია )
ლაპარაკს უკვე 3 თვიდან იწყებენ.. ზოგი ცოტა გვიან.. სასურველია თAვიდან ცოტა ნაკლებ მარცვლიანი სიტყვები ვუმეოროთ , პირველ რიგში კი თავისი სახელი ვასწავლოთ. გაკვეთილები უნდა მიდიოდეს წყნარ ოთახში რადგან ყურადღება ადვილად ეფანტებათ ნელა და ხშირად ვუმეოროთ ერთი სიტყვა რამოდენიმეჯერ... მალე დაამუღამებს და მერე ნელ-ნელა თავისით მოგისმენთ და გაიმეორებს სიტყვებს
თუთიყუშის გაწვრთნა
თუთიყუშისათვის ლაპარაკის სწავლების დაწყების წინ აუცილებლად უნდა აკონტროლოთ მისი ხასიათი და ემოციური მდგომარეობა. სასურველია ჩიტი წვრთნის დაწყებისას იყოს მშვიდ და გაწონასწორებულ მდგომარეობაში. ზოგიერთი ავტორი აღნიშნავს, რომ ყველაზე ადვილად ბარტყი თუთიყუში სწავლობს ლაპარაკს, თუმცა კვლევებმა დაადასტურეს, რომ ეს ინფორმაცია არ არის სწორი და მოზრდილი თუთიყუშის სალაპარაკოდ გაწვრთნაც შესაძლებელია.
მომზადების სტადიები: #1
თუ თქვენს ოჯახში რეგულარულად იმართება ხოლმე საოჯახო სადილები, მაშინ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს მეთოდი. მოათავსეთ თქვენი თუთიყუშის გალია სამზარეულოში ვახშმობის დროს და თქვენს თუთიყუშს შესაძლებლობა ექნება ყური დაუგდოს ვახშმის დროს გამართულ საუბრებს და აკრიფოს სხვადასხვა სიტყვები. ხანგრძლივი საუბრები და სამზარეულოს მშვიდი გარემო ზედგამოჭრილია თუთიყუშისთვის, რომ განავითაროს მიბაძვის მანერა. მშვიდ გარემოში მყოფი თუთიყუშები უფრო სწრაფად სწავლობენ ლაპარაკს, ვიდრე ისინი, რომლებიც დაძაბულ გარემოში, ხმაურიან ოთახში ან სახლში ცხოვრობს. გარდა ამისა, სამზარეულოში თუ სასადილოში დატრიალებული არომატები დამატებითი წამახალისებელი ფაქტორია თუთიყუშისთვის, რომ მოეწონოს სასადილოს თუ სამზარეულოს გარემოში ყოფნა, თავი მშვიდად იგრძნოს და კონცენტრაცია მოახდინოს ლაპარაკზე.
#2
მეორე აუცილებელი მომენტი რაც უნდა გაითვალისწინოთ თუთოსთვის ლაპარაკის სასწავლებლად, არის კონტაქტი ადამიანებთან. ველურ ბუნებაში თუთიყუში ბევრ სხვა თუთიყუშთან საუბრობს, კონტაქტობს და ა.შ. ადამიანებთან ცხოვრებისას კი მისი მეგობრები და საკონტაქტო ობიექტები მხოლოდ ადამიანები არიან. ასე რომ, აუცილებელია, რომ ხშირად ეკონტაქტოს თუთიყუშებს ოჯახის არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე წევრი.
#3
ყოველდღიურად თუთიყუშს უნდა ეკონტაქტოს რამდენიმე ადამიანი, მაგრამ როცა ლაპარაკის სასწავლებლად ვარჯიშებს უტარებთ, ოთახში მხოლოდ თუთიყუში და მისი პატრონი უნდა იყვნენ. თუთიყუში აუცილებლად უნდა იყოს ყურადღების ცენტრში ასეთი ვარჯიშის დროს.
#4
კარგი კვება აუცილებელია თუთიყუშის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ასევე იმისათვის, რომ ლაპარაკის სურვილი ჰქონდეს და შიმშილით ან ვიტამინების ნაკლებობით არ იტანჯებოდეს. აუცილებლად დაუმატეთ თუთოს საკვებ რაციონს ახალი ხილი, ბოსტნეული, მინდვრის ბალახები (ისეთი, რომელიც არ ავნებს თუთოს).
#5
- გამორთეთ ტელევიზორი, რადიო და სხვა ელ.ტექნიკური საშუალებები, რაც ყურადღებას უფანტავს თქვენს თუთოს.
- იპოვეთ სახლში ყველაზე წყნარი ადგილი და იქ ავარჯიშეთ თქვენი თუთო.
- სავარჯიშო ადგილი უნდა იყოს ნათელი და მზიანი.
ვარჯიშის პროცესიავარჯიშეთ თქვენი თუთო ადრე დილას ან გვიან საღამოს. ეს არის ის დრო, როცა ყველაზე ადვილად ითვისებს თუთო ლაპარაკს. ველურ ბუნებაში ასეთ დროს ყველაზე მეტს კონტაქტობენ და ჭიკჭიკებენ თუთოები.
აუცილებლად გამოიყენეთ პოზიტიური წახალისების მეთოდი. ანუ როცა თუთიყუში ზუსტად ან მიახლოებით გააკეთებს იმას, რაც თქვენ გსურთ ან თქვენ "სთხოვეთ", დააჯილდოვეთ მისი საყვარელი საკვებით. ეს მეთოდი კრიტიკულად აუცილებელია ვარჯიშისას. მას შემდეგ, რაც თუთოს ერთ რაიმე სიტყვას ან ქმედებას ასწავლით, ნახავთ, რომ სხვა ილეთების თუ ტრუკების გაკეთება გაცილებით ადვილი გახდება
* მოიგონეთ ყველაზე ადვილად წარმოსათქმელი სიტყვა - სასურველია თუთოს სახელი ან რაიმე ნივთის სახელი.
* ხმამაღლა და გარკვევით უთხარით თუთოს ეს არჩეული სიტყვა.
* ყოველი ათი წამის განმავლობაში უმეორეთ თუთოს ეს არჩეული სიტყვა, სანამ თუთო რაიმე ხმას არ გამოსცემს (დაიყვირებს, დაიჭიკჭიკებს და ა.შ.).
* როგორც კი თუთო გამოსცემს თქვენი არჩეული სიტყვის მიმსგავსებულ ბგერებს, მიეცით რაიმე საკვები თუთოს.
This post has been edited by Qetucha on 13 Sep 2011, 21:01