bachuki999ნატალიათქვენი ძაღლები ეხლა გაქანებულ გარდატეხის ასაკში არიან და იმიტომაც იქცევიან ასე საშინლად. აქამდე ანგელოზებიც რომ ყოფილიყვნენ სადღაც მე 8 თვიდან ნელნელა იწყებენ გაუზნეურებას. ფაქტიურად ისევე როგორც თინეიჯერი ბავშვები, ყოველდღე რომ ახლიდან ტესტავენ საზღვრებს და ყველაფრისთვის "იბრძვიან". გადაივლის ეს დროც და მოვლენ ნელნელა ისევ აზრზე.
ნატალია, შენმა ძაღლმა ეტყობა თავიდანვე "მოდი" რაღაც ნეგატიურს დაუკავშირა და იმიტომაც თავიდანვე არ ასრულებდა ამ ბრძანებას. მე გირჩევდი ახალი სიტყვა მოძებნო ამ ბრძანებისთვის და ახლიდან ასწავლო. გარეთ აშვებულზე თუ მარტო მაგიტომ ეძახი რომ დააბა ეს უკვე ნეგატიური დაკავშირებაა ძაღლისთვის. ამიტომ ჯერ სახლში დაუწყე საწავლება, შეგიძლია მისივე საჭმელი გამოიყენო ჯილდოთ. ანუ ერთი პორცია აიღე , ჩაიყარე ჩანთაში და ამით აჯილდოვე სახლშიც და გარეთაც. ეს ძაღლისთვისაც კარგია იმიტომ რომ უმეტეს ძაღლს უყვარს "აზრიანად" საჭმელის "შოვნა" მითუმეტეს გერმანული ნაგაზი ძალიან მუშა ძაღლია და რაც მეტს ამუშავებ მით უფრო გაწონასწორებული და ბედნიერია.
მე ესე ვასწავლე ჩემსას: დავსვი, გავედი ოდნავ შორს და დავუძახე "ჰიია" თან საჭმელიც დავანახე, როგორცკი ჩემსკენ წამოვიდა გავუმეორე "ჰიია" და ჩემთამ მოსულს შევაქე ( შესაქებადაც ყოველთვის ერთი და იგივე სიტყვა უნდა აირჩიო) და ვაჭამე. ესე რამდენჯერმე გავაკეთე რომ დაეკავშირებინა "ჰიია" ნიშნავს რომ მივალ მაჭმევენ. მერე და მერე დისტანციაც გავზარდე.
იგივე დღეებში გარეთაც არ ამიშვია, 2მ საბელით დამყავდა, წინ წავიდოდა, დაუძახებდი "ჰიია" მოვქაჩავდი ჩემსკენ ( ქუჩა უფრო საინტერესოა რათქმაუნდა და ამ დროს გონება ისედაც გაფანტული აქვთ) თუნდაც ძალით მოსაყვანი ყოფილიყო ჩემამდე მოვიყვანდი შევაქებდი და საჭმელი ეგრევე. ასე ძალიან მალე ისწავლა რომ აზრი არააქვს გაჯიუტებას. თანაც ყოველი ჩემთან მოსვლა პოზიტიური იყო მისთვის, საჭმელი, მოფერება, ყიჟინი და ხტუნაობა

მერე და მერე ( 1-2 დღეში) უკვე მარტო მაშინღა ვაჭმევდი როცა მოქაჩვა აღარ მჭირდებოდა და ეგრევე მოდიოდა ჩემამდე. და ბოლოს "ჰიიარ" თქმა და მოწყვეტილივით მოტრიალებულზეღა ვაჯილდოვებდი საჭმელით ( შექების სიტყვა მაინც ყველა მოსვლაზე).
ეხლა შენ იმაზე ნერვიულობ როგორ დაღალო თუ არ აუშვებ, მაგრამ დამიჯერე რაც უფრო მეტს ასწავლი და გონებრივად დატვირთავ მით უფრო მეტად დაიღლება და ეს უფრო კარგი დაღლაა ვიდრე უაზროდ აქეთ იქეთ სირბილი. ( ნუ ესეც საჭიროა, მაგრამ რამოდენიმე დღე უამისოდ არაფერი მოუვა) . ამასთანავე თუ ზედმეტად აღგზნებადია და მალე ვარდება სტრესსში მაგ შემთხვევაშიც კარგია წყნარი , მოსაწყენი სეირნობები.
მე ჩემსას რომ ვასეირნებ, დაახლოებით ესე ვაკეთებთ, თავიდან სწრაფი სიარულით მერე ვსვავ, მერე ვაგრძელებთ გზას და მოულოდნელად ვჩერდები და ვეუბნები დაწვეს და ა.შ. ანუ სულ ჩემზეა ფიქსირებული, არ იცის რა მომენტში შევიცვლი გეზს, რა მომენტში გავჩერდები და როდის რას მოვითხოვ მისგან. ასევე აშვებულზეც, მოუოდნელად ვიწყებ თამაშს. მაგ, ვეძახი და ვუგდებ საჭმელს (რომ ახტეს და დაიჭიროს) ან მიწაზე რომ სუნით იპოვნოს, ან ვეძახი მოვიდეს, ვუგდებ საჭმელს რომ გაეკიდოს და იპოვნოს. მთლად ნადირობა არ არის მაგრამ უკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებასაც. დარბის, "ნადირობს" და ნანადირევს ჭამს.
ა ხო და რაც თავიდანვე უნდა მეთქვა იყო რომ ეს ქვებზე ფიქსირება სასწრაფოდ უნდა გადააჩვიო. ეს იმიტომ დაეწყო რომ აბსოლიტურად დაუკავებელი იყო , უსაქმურად და თვითონ გამონახა გასართობი. რაც მეტად დააკავებ და გონებრივად დატვირთავ მით უფრო ნაკლებად დაინტერესდება ლოდებით.