
ვინც ეხლა აპირებს თუთიყუშის ყიდვას იმედია ეს მასალა დაეხმარებათ ბევრ რამეში
ჩიტის შეძენისას საჭიროა მისი ყურადღებით დათვალიერება მისი მდგომარეობის მიახლოებით განსაზღვრის მიზნით. ჯანმრთელ ჩიტს ბუმბული ტანზე მჭიდროდ ეკრობა, ბზინავს და აქვს ცოცხალი თვალები; ფრთები არ უნდა ქონდეს ჩამოშვებული, ტანზე მჭიდროდ უნდა იყოს მიკრული ;
სუნთქვა - თანაბარი, ხიხინისა და სხვა უცხო ხმების გარეშე. მოდუნებული და აბურძგნული ფრთებიანი, ცვლილოვანაზე ან ფეხებზე წამონაზარდებიანი, ნისკარტის დეფექტიანი და მკერდის ძვალგამოშვერილი ჩიტის შეძენა არ ღირს.
ასეთი ჩიტი აუცილებლად ავადმყოფია. ასევე არ შეიძლება ჩიტის შეძენა, რომელსაც ტანზე გაშიშვლებული ნაწილები აქვს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ თუთიყუში ან ავად არის ან აქვს მიდრეკილება ბუმბულის თვითგაპუტვისაკენ, რისგანაც მისი გადაჩვევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
საჭიროა ახალგაზრდა თუთიყუშების შეძენა, რომლებიც უფრო ადვილად ეგუებიან ახალ გარემოს,
ადვილად უწყვილდებიან პარტნიორებს, უფრო გულდასმით სხდებიან კვერცხებზე და გამოკვებავენ ბარტყებს და უკეთესად იწვრთნებიან. ლოგიკურია,
რომ კარგი თვისებების მქონე ზრდა დასრულებულ ჩიტს მოყვარული უფრთხილდება და გასაყიდად არ იმეტებს.
თუთიყუშის ტრანსპორტირებისას ყველაზე მოსახერხებელია სატრანსპორტო გალიები. სამ საათზე მეტი ხნით ტრანსპორტირებისას გალია უნდა აღიჭურვოს ავტომაყური წყლის სასმელითა და საკვებით.
ჩიტის გადაადგილება ქალაქის ფარგლებში დასაშვებია მუყაოს კოლოფში
რომლებსაც ექნებათ სასუნთქად ნახვრეტები, დაუშვებელია ამ მიზნისათვის ცელოფანის პარკის გამოყენება.
ჩიტების ტრანსპოტირებისათვის შეიძლება ჩვეულებრივი გალიების გამოყენებაც, მხოლოდ ზამთრის პერიოდში გალიები უნდა დათბუნდეს ქსოვილის ნაჭრით
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩიტები გაცივდებიან.
საერთოდ კი არ ღირს თუთიყუშების ზამთრობით შეძენა.
ზოგი ვაი პატრონი კი ინახავს ფრინველს სითბოში, რათა შეუწყოს ხელი მის გამრავლებას და მერე სიცივეში გამოიყვანს გასაყიდად სიცივეს შეუჩვეველ ჩიტს, რაც მეტად უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე.
წყაროgiorgimercyთუ სურათის მიმაგრებით ცდილობ ატვირთო სურათი და არ იტვირთება შეიცლება მოცულობითაა დიდი სურათი და იმიტო არ იტვირთება
შედი pix.ge-ზე დააჭირე ფაილის დამატებას აარჩიე შენი კომპიუტერიდან შენთვის სასურველი შენი თუთიყუშის სურათი
და მერე დაბლა ჩამოწიე და ეწერება სურათების ატვირთვა დააჭერ მაგას დაუცდი და მომენტალურათ ამოგიგდებს ლინკებს
და დააკოპირებ აქ BB კოდი ფორუმისთვის ამის გასწვრივ რო ეწერება ლინკი იმას და დაიდება ფორუმზე სურათი

ისე წინა გვერდზეც იკითხე მგონი სურათის დადება როგორ იყო და დამავიწყდა პასუხის მოწერა
This post has been edited by Qetucha on 6 Oct 2011, 17:31