თუთიყუში "კეა"
კეა ბინადრობს ახალ ზელანდიაში. იგი ადვილად ეჩვევა სახლში ცხოვრებას და ადამიანს. დანამდვილებით არავინ იცის, თუმცა თვლიან რომ იგი ცხოვრობს 50 წელი.
ტანის სიგრძე შეადგენს 46 სანტიმეტრს, წონა 600-1000 გრამი. თუთიყუში კეა მწვანე ზეთისხილის ფერია. ზოგჯერ ოდნავ მოყავისფროც. ფრთების ქვეშ აქვს ღია წითელი ბუმბულები, ფეხები ნაცრისფერი. ნისკარტი მუქი ნაცრისფერი. კეას იმიტომ ეძახიან ამ თუთიყუშს რომ იგი ამას თავისით ყვირის ჭიკ-ჭიკის ნაცვლად.
ბინადრობს ტყეში, გორებსა და მთებში. თუმცა ხანდახან ადამიანებთან ახლოსაც გვხვდება. ეს ერთადერთი თუთიყუშია, რომელიც ბინადრობს ზღვის დონიდან 1600 მეტრზე.
კეას არ უყვარს ფრენა და იშვიათად თუ დაინახავთ ცაში, ისიც ქარის დროს. მათ ხშირად შეხვდებით ნაგავსაყრელებზე და სხვა დაბინძურებულ ადგილებში. ასევე მათ უყვართ "თოვლში" თამაში. ისინი არიან ძალიან მხიარულები, ცნობისმოყვარეები და უყვართ თამაში. რის გამოც ადგილობრივ მაცხოვრებლებს დიდ პრობლემებს უქმნიან. ზაფხულობით დღის მონაკვეთში სძინავთ და ღამით აქტიურობენ.
ჭამს:ხილს, ბოსტნეულს, ყვავილებს, ყვავილების ნექტარს, პატარა ხოჭოებსა და მატლებს.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იგი ასევე იკვებება მკვდარი ცხვრებით. მეტიც, ხშირად იგი თვითონ კლავს ცხვარს. თუთიყუშების გუნდიდან, ხშირად 2 უკვე მოხუცებული კეა, თავს ესხმის ცხვარს. მას შეუძლია ცხვარს 10 სანტიმეტრამდე ჭრილობა მიაყენოს, შემდეგ კი ზურგზე აზის და კორტნის მანამ, სანამ ცხვარი არ მოკვდება.
თუმცა ასეთი თავდასხმები ძალიან იშვიათად ხდება. ისინი ნადირობენ მაშინ, როცა სხვა საკვები არ აქვთ და ამით მწყემსებს ძალიან მცირე ზარალს აყენებენ. მაგრამ მიუხედავად ამისა კეას მაინც ანადგურებენ და ბოლო 130 წლის მანძილზე 150 000-მდე კეაა მოკლული.
გამრავლების დრო ივლისიდან იანვრამდეა. ბუდეს დედალი აშენებს. კლდის ნაპრალებში, ან 7 მეტრის სიღრმის სოროებში. ეს სოროები ისე კარგადაა დაცული როგორც მტაცებლებისგან, ასევე უამინდობისგან, რომ ბარტყთა სიკვდილიანობა ძალიან მცირეა. კეა დებს 2-4 კვერცხს. კრუხობს 3 კვირა. მამალი კვებავს დედალს და ასევე ბარტყებს. 2 თვის შემდეგ დედა ტოვებს ბარტყებს, მაგრამ მამა მაინც აგრძელებს მათ კვებას. ბარტყები გამოდიან ბუდიდან 70 დღის ასაკში.
კეა გადაშენების პირასაა მისული და 1970 წლიდან დაცვის ქვეშაა. 1986 წელს ფერმერები დაარწმუნეს რომ არ დაეხოცათ ეს თუთიყუშები და ამის სანაცვლოდ სახელმწიფო მათ კეასაგან მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებდა. გამომდინარე იქიდან რომ თუთიყუში მთებსა და ტყეებში ცხოვრობს, მეცნიერებმა ზუსტად არ იციან თუ რამდენი კეა დარჩა ველურ ბუნებაში. მაგრამ ვარაუდობენ რომ მათი რიცხვი 1000-დან 15 000 მდე უნდა იყოს. კეა წითელ წიგნშია შეტანილი.
