შანდალი მეჭირა

.
რა ვიცი, არაფერი არ მიქნია. უბრალო დიდი ხანი მოანდომეს პირველ კვერცხამდე.
ბევრი არაფერი ვიცი თუთიყუშებზე, მარა რაც ამ საკითხს შეეხება, ცოტას მეც დავწერ:
მამალს თუ გინდათ დედალი მოუყვანოთ, აუცილებლად მოუყვანეთ ბარტყი (რამხელასაც მაღაზიებში ყიდიან ხოლმე).
დედლები არიან ხოლმე უფრო პრეტენზიულები+აგრესიულები და თუ პარტნიორი არ მოეწონათ, გამუდმებით ეჩხუბებიან და დაჩაგრავენ. უარეს შემთხვევაში შეიძლება მოკლან კიდეც.
და რადგანაც მამალი დედალზე დიდი იქნება, დედალი ვერ გაბლატავდება და ნელ-ნელა შეეგუება, თუ მამალს არ აქვს სასწაული ხასიათი.
დანარჩენი უკვე დროის საქმეა (როგორც ჩემმა გამოცდილებამ აჩვენა).
ერთი ეგაა, რომ ჩემი დედალი ინვალიდი გამოდგა (კარგად ვერ შევარჩიე ყიდვისას). ერთი ფეხის დიდ თითზე ბრჭყალი აკლია და თან, რაც მთავარია ვერ დაფრინავს, ეს იმიტომ რომ ერთ-ერთ ფრთაზე მგონი რაღაც სჭირს და ყოველი გაფრენის მცდელობაზე ტრიალით ვარდება.
და რადგანაც ვერ დაფრინავდა და აქტიურად ვერ მოძრაობდა, გასუქდა. გასუქება კი დედალი თუთიყუშისთვის არ ვარგა, იმიტომ რომ კვერცხს ვერ დადებს ფიზიკურად. ეს კვერცხიც როგორ დადო, გამიკვირდა

.
მოკლედ აწი ვნახოთ რას იზამს

.
P.S. ინვალიდობა ყიდვიდან რამდენიმე დღეში შევატყე და ძალიან ვიდარდე. უკვე შეჩვეული იყო ჭყიპოს და თან მაღაზიაშიც დაიბრუნებდნენ თუ არა, არ ვიცოდი.
შემდეგ დროთა განმავლობაში მივხვდი რომ დარდის მიზეზი არ მქონდა, იმიტომ რომ ჭყიპომ მის ინვალიდობაზე თვალი დახუჭა და მთელი გულით შეიყვარა

.
This post has been edited by Int3lig3nt on 20 Oct 2011, 01:56