Qetucha+111
ხვალ დავდებ სურათებს
* * *
სავაჭრო აპარატიდან მთვრალი თუთიყუში ამოიყვანეს 
გერმანიაში, ქალაქ ფლეაში მდებარე რკინიგზის სადგურზე ბილეთების სავაჭრო ავტომატში კორელას ჯიშის თუთიყუში აღმოაჩინეს.
აპარატში კორელა მგზავრმა შენიშნა, რომელიც ბილეთის ყიდვას აპირებდა. მან ფრინველის შესახებ სადგურის ადმინისტრაციას შეატყობინა, რის შემდეგაც მათ პოლიცია გამოიძახეს.
პოლიციელები ვერაფერს გახდნენ, ამიტომ სახანძრო გამოიძახეს. კორელა აპარატიდან მეხანძრემ ამოიყვანა, თუთიყუშმა მას ხელზე რამდენჯერმე ჩაუნისკარტა.
თუთიყუში ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა. სანამ ის აპარატში ჩატენეს, ლუდშიც ამოუვლიათ და როგორც ჩანს, სასმელი გადაეყლაპა.
ამჟამად თუთიყუში თავს კარგად გრძნობს - ის მეხანძრემ სახლში წაიყვანა.
ვინ ჩატენა ფრინველი სავაჭრო აპარატში, უცნობია. პოლიცია დამნაშავეს ეძებს და დაკავების შემთხვევში, მას ბრალად ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას წაუყენებენ.

საწყალი..