თბილისიდან ევროკავშირში სტუმრად ვიწვევ ახლობელს, რომელსაც ჰყავს კოკერ სპანიელი. ამისთვის საჭიროა მთელი რიგი პირობების შესრულება (პასპორტი, ჩიპი, ცოფზე აცრა...). მთავარი პრობლემა ისაა, რომ ძაღლს გაკეთებული უნდა ჰქონდეს სეროლოგიური ანალიზი. მაგრამ საქართველოში არ არსებობს ვეტერინარული ლაბორატორია, რომელიც ამას აკეთებს. ამიტომ სისხლი უნდა გაიგზავნოს ევროკავშირის ან რომელიმე სხვა ქვეყნის ლაბორატორიაში. არსებობს სერტიფიცირებული ლაბორატორიების სია. მათ შორის არის ლაობორატორიები თურქეთში, რუსეთში, უკრაინაში. ევროპის კავშირში ძაღლის შეყვანა ამ ანალიზიდან 3 თვის შემდეგ შეიძლება.
ვინმემ თუ იცით თბილისში ვეტერინარი, რომელიც ძაღლს სისხლს აუღებს, მოამზადებს გასაგზავნად (სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებას ურევენ) და სპეციალური კონტეინერით (სითბოს ვერ იტანს) გაგზავნის უცხოეთში? ჩვენი ძაღლის ექიმმა გვითხრა, გამიგეთ რა უნდა გავურიო სისხლში და როგორ შევფუთო და მე გავაკეთებო. მაგრამ გვინდა ვინმე ისეთი, ვისაც ამის გამოცდილება აქვს და ჩვენს გარეშე გააკეთებს ყველაფერს.
წინასწარ დიდ მადლობას გიხდით
* * *
ახლა ვხვდები, რომ თემის სათაური ცოტა უცნაურად ჟღერს. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ძაღლის გაწევრიანებაზე ვჩალიჩობ. ამ დროს ამხელა ამბიციები არც მაგ ძაღლსა აქვს და არც მის პატრონს. გია ბარამიძის დახმარება არ გვჭირდება, კვალიფიციურ ვეტერინარს ვეძებთ მხოლოდ
There's only Alice.
---------------------------------
"ერთი დარტყმით მოვკალ შვიდი!" (გულადი თერძი)