მეც მიხარია!



* * *
დიდპირა ზვიგენი (ლათ. Megachasma pelagios)_მიეკუთვნება ხრტილიანი თევზების კლასს, ლამნისებრთა(მგონი სწორად ვთარგმნე) რიგს(ლათ. Lamniformes), დიდპირა ზვიგენების ოჯახს(ლათ. Megachasmidae), რომელშიც ერთადერთი გვარი(დიდპირა ზვიგენების) და ერთადერთი სახეობაა.
დიდპირა ზვიგენი ერთ-ერთია დღეისათვის ცნობილ 3 ზვიგენს შორის( ვეშაპისებრი და გიგანტური), რომელიც პლანქტონით იკვებება. ის 1976 წელს აღმოაჩინეს პირველად. 2004 წლამდე კი მხოლოდ 25-მდე ეგზემპლარაზე დაკვირვება გახდა შესაძლებელი. ამ ზვიგენების ანატომიაზე, ქცევასა და გავრცელების არეალზე ძალიან ცოტა რამაა ცნობილი.
მეცნიერებისათვის ცნობილი ყველაზე დიდი ზვიგენი, იყო მდედრი, რომელიც მკვდარი გამოირიყა 2004 წლის 19 აპრილს იაპონიის ყურეში ქალაქ იტიჰარასთან. მისი სიგრძე 5, 63 მეტრს შეადგენდა. ყველაზე პატარა ეგზემპლარი კი მამრი იყო, რომელიც სუმატრასთან ახლოს დაიჭირეს 2004 წლის 13 მარტს. მისი სიგრძე 1,77 მეტრი იყო. გარეგნული ნიშნებიდან ყველაზე თვალშისაცემია საკმაოდ მოზრდილი, მომრგვალებული თავი მოკლე ცხვირითა და უზარმაზარი ხახით. ზურგის მხარის შეფერილობა მუქი ნაცრისფერი და მუქი ყავისფერია, მუცლის მხარეს კი უფრო ღია ფერისაა. დიდპირა ზვიგენს ზურგის ორი ფარფლი,ერთი ასიმეტრიული კუდის ფარფლი ორი მოზრდილი მკერდის ფარფლი და მუცლის ორი ფარფლი აქვს. მისი ჩონჩხი, როგორც ყველა ზვიგენის, ხრტილოვანია. მისი ქსოვილები კი წყლითაა გაჯერებული, ამიტომ სწრაფად ცურვა არ შეუძლიათ. მათი სიჩქარე 2 კმ/სთ.-ს შეადგენს მხოლოდ.
დიდპირა ზვიგენები გავრცელებულები არიან წყნარ, ატლანტიკისა და ინდოეთის ოკეანეებში. ყველაზე ხშირად კი კალიფორნიისა და იაპონიის ნაპირებთან. აქედან ბიოლოგები აკეთებენ დასკვნას, რომ ეს სახეობა მთელს მსოფლიოშია გავრცელებული და უპირატესობას თბილ წყლებს ანიჭებს. დიდპირა ზვიგენი პელაგიური თევზია.
დაწყვილება ხდება შემოდგომით, კალიფორნიის ნაპირებთან. ასე ფიქრობენ იმიტომ, რომ სწორედ აქ ხვდებიან ხოლმე სქესობრივად მომწიფებული მამრების დიდ რაოდენობას. ისინი ცოცხლადმშობიარეები არიან.
მკვდარი დიდპირა ზვიგენების კუჭის შიგთავსის გამოკვლევით დადგინდა, რომ ის იკვებება უმეტესად მცირე ზომის ორგანიზმებით, როგორიცაა, მაგ. კრილი(?). გიგამტური ზვიგენისაგან განსხვავებიტ, რომელიც მხოლოდ პასიურად ფილტრავს წყალს, დიდპირა ზვიგენს შეუძლია აქტიურად შეიწოვოს წყალი ფილტრაციისთის. მის საკვებს მცირე ზომის თევზებიც შეადგენენ თუ არა, ცნობილი არაა.
1990 წლის 21 ოქტომბერს მეცნიერებმა პირველად მოახერხეს დაეჭირათ 5 მეტრიანი მამრი ზვიგენი და მასზე რადიოგადამცემი მიემაგრებინათ. ასე მოხერხდა მიეღოთ პირველი მონაცემები ზვიგენების მიგრაციასა და ვერტიკალურ გადადგილებაზე. ცნობილი გახდა, რომ ღამეს დიდპირა ზვიგენი დაახლოებით 15 მეტრის სიღრმეზე ატარებს, ხოლო დღისით 150მეტრის სიღრმეზე ეშვება. ფიქრობენ, რომ ზვიგენი კრილებს(kriel) დაყვება, რომლებიც, ასეთივე რიტმით იცვლიან ადგილმდებარეობას.
რთულია იმის თქმა შეხვედრიათ თუ არა ადამიანებს გასულ ასწლეულებში ამ სახეობის ზვიგენი. იქნებ სწორებ ის წარმოადგენს ლეგენდის მიზეზს ზვიგენისა და ვეშაპის ჰიბრიდ ურჩხულზე. პირველად ის 1976 წლის 15 ნოემბერს დაიჭირეს ჰავაის კუნძულ ოაჰუსთან (O'ahu) და ამის შემდეგ იქნა აღწერილი. ეს იყო მამრი, რომლის სიგრძე 4,46 მ.-ს შეადგენდა. ის ამერიკულმა ჰიდროგრაფიულმა საკვლევმა ხომალდმა. იმ დღეს ხომალდი 4600მ.-ის სიღრმეზე იყო და ვერ შეძლო ჩვეულებრივი ღუზის ჩაშვება. გადაწყვიტეს 2 პარაშუტი-ღუზა ჩაეშვათ. გამოკვლევის დასრულების შემდეგ, როცა ღუზები ამოწიეს, არმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ მათგანში უჩვეულო თევზი იყო გახლართული. ცხოველი გულმოდგინედ შეისწავლეს და დღეისათვის მისი ფიტული ჰონოლულუს (Honolulu. ქალაქია კუნძულ ოაჰუზე) მუზეუმში ინახება.

წყარო:
http://ianimal.ru/topics/bolsherotaya-akulahttp://ru.wikipedia.org/wiki/Пелаги
* * *






კალმარი-ციცინათელა ანუ ვატასენია (ლათ.Watasenia scintillans)-თავფეხიანების კლასის, ათფეხიანების რიგისა და კალმარების ქვერიგის წარმომადგენელია. ის Enoploteuthidae-ს ოჯახს მიეკუთვნება და Watasenia-ს გვარში ერთადერთი სახეობაა. ვატასენია 1905 წლის 28 მაისის ღამეს აღმოაჩინა იაპონელმა მეცნიერმა ს. ვატასემ და იაპონური სახელიც შეურჩია ოტარუ-იკა(კალმარი-ციცინათელა). ლათინური სახელწოდება კალმარს ამერიკელმა ს.ს. ბერიმ დაარქვა: Watasenia-აღმომჩენის საპატივცემულოდ, scintillans-ლათინურად მანათობელს ნიშნავს. ვატასე ციცინათელებს აკვირდებოდა და არა_კალმარებს, მაგრამ სკოლის ერთმა მასწავლებელმა უთხრა, რომ იაპონიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ტოიამას ყურეში მეთევზეებმა დაიჭირეს კალმარები, რომლებიც ხოჭოებზე არანაკლებ ანათებდნენ. ვატასე მითითებულ ადგილას მივიდა და ნათქვამის სიმართლეში დარწმუნდა. მისმა აღმოჩენამ 1907 წელს ბოსტონში გამართულ ზოოლოგთა კონგრესზე ფურორი მოახდინა: ზოოლოგებმა თუმცა უკვე დიდი ხანია რაც იცოდნენ, რომ კალმარებს მანათობელი ორგანო ჰქონდათ, მაგრამ თვალით არასოდეს ენახავთ მათი ცოცხალი სინათლე. დღემდე ვატასენია ტოიამას ყურეში უამრავ ტურისტს იზიდავს. 1-დან 7 მარტამდე იაპონელ მეზღვაურებს ტურისტები ღია ზღვაში გაყავთ. მზის ამოსვლისას მათ თვალწინ წყლიდან ამოაქვთ ვატასენიებით სავსე ბადეები, რომელთა ბიოლუმინესცენციის წყალობით ზღვის წყალი ღია ციფრად ანათებს.(რამდენ სიცოცხლეს ვიწირავთ ჩვენი გართობის გამო). ვატასენიას გამოსახულება იაპონურ საფოსტო მარკებზეც კი არის (ღია ცისფერი ფერისაა და 35 იენი ღირს).
* * *
ვატასენია მცირე ზომის კალმარია. მამრების მანტიის სიგრძე 6 სმ.-მდეა, ხოლო მდედრების_7 სმ.-მდე. საცეცებიანად 15 სმ.-ს აღწევენ. წონა დაახლოებით 2,5 გრამია. მანტია კონუსისებურია, რომბის ფორმის ფარფლები სხეულის უკანა ნაწილში არის განლაგებული და თითქმის კუდამდე აღწევს. საცეცები გრძელია და წვრილი, ისინი ორი მოზრდილი კაუჭითა და მრავალი მცირე ზომის მისაწოვრებითაა აღჭურვილი. კალმარის შეფერილობა ზემოდან მოწითალო-ყავისფერია, ქვემოთ უფრო კაშკაშა შეფერილობისაა. მათ შეუძლიათ წამიერად შეცვალონ ფერი: გახდნენ მუქი მოწითალო-იისფერები ან პპაქტიკულად გამჭვირვალეები. ფერის ასეთი შეცვლა ქრომატოფორების(პიგმენტის შემცველი და სინათლის ამრეკლავი უჯრედები) ცვლილებითაა განპირობებული. ისინი ნერვულ დაბოლოებებთან და კუნთებთან არიან დაკავშირებული და ტვინიდან წამოსული სიგნალის მიხედვით ან იკუმშებიან და წერტილივით პატარები ხდებიან, ან ფართოვდებიან და ფერად ლაქას ქმნიან.
კალმარი-ციცინათელა გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კურილიის სამხრეთი კუნძულებიდან კუნძულ სიკოკუმდე და ცუსიმას ყურემდე, აგრეთვე, ოხოტის ზღვის უკიდურეს სამხრეთსა და იაპონიის ზღვის სამხრეთში და აღმოსავლეთში. ბინადრობენ, როგორც წყლის შუა ფენაში ნაპირთან ახლოს, ისე ღია ოკეანეში, განსაკუთრებით კუროსიოს თბილ დინებაში.
ვატასენიას ვერტიკალური მიგრაცია ახასიათებს: ღამით წყლის ზედაპირთან ახლოს ამოდის, დღისით კი 80 – 100მ.-იდან 500 – 1000 მ.-მდე სიღრმეში ჩადის.
ვატასენია ენერგიულად მცურავი, პატარა, ჯგუფურად მონადირე მტაცებელია. ახალგაზრდა კალმარები ზოოპლანქტონს(ძირითადად ნიჩაბფეხიან კიბოებს) მიირთმევენ. მოზრდილები რაციონს უმატებენ კრილებს(ესეც ამას უნდა ჭამდეს და ზვიგენიც?), ამფიპოდებსა და მცირე ზომის თევზებსა და კალმარებს.
ვატასენიას სხეულზე უთვალავი ფოტოფორი აქვს გაბნეული, განსაკუთრებით მდედრებს (850-დან 1100-მდე და უფრო მეტი). ფოტოფორებისაგან თავისუფალია მხოლოდ ვიწრო ზოლი მანტიის ქვედა მხარის შუაში. მცირე რაოდენობით ფოტოფორია ზურგის მხარეს. ფოტოფორები 3 ზომის და 3 ტიპისაა: წითელი, ცისფერი და მწვანე; მარტივი, ლინზით და ფერების ფილტრით(აქვთ ორმაგი, წითელი ფერის ფილტრი). ქვედა და ზურგის რეფლექტორებით, ნერვებითა და სისხლძარღვებით. ქვემოდან და გვერდებიდან მათ გარს არტყამს ფერადი პიგმენტის შემცველი ქრომატოფორები. თვალის მფარავ გამჭვირვალი კანზე მუცლის მხარეს განლაგებულია საშუალოზე დიდი ზომის კაშკაშა ყვითელი, ფოტოფორებისაგან შემდგარი წრე. მათ არა აქვთ ფილტრი და ლინზები, მაგრამ გააჩნით მაღალგანვითარებული ბოჭკოვანი ოპტიკა. მუცლის საცეცებზე, რომლებიც სხვებთან შედარებით უფრო გრძელია, განლაგებულია სფეროსებრი ფორმის ფოტოფორები. უმეტეს შემთხვევაში ისინი მთლიანად არიან დაფარულები პიგმენტით და შავ მარგალიტებს გვანან. იმ დროს, როცა პიგმენტი შორდებათ, მწვანდებიან, თუმცა მოცისფრო-თეთრ შუქს ასხივებენ. მუცლის საცეცებზე შუქიჩნდება, როცა პიგმენტების მუქი შირმა შორდება ფოტოფორს და ეს ჩანს, როგორც სიბნელეში ასანთის გაკვრა. ნათება 20-30 წამი გრძელდება და დაახლოებით 30 სმ.-ს მანძილზე ანათებს ირგვლივ. შემდეგ პიგმენტი კვლავ ფართოვდება და ფარავს ფოტოფორს. მცურავი კალმარი სწრაფად გადაადგილდება სიბნელეში უჩინარი ცაცეცებით. ამ დროს მხოლოდ წყალში მოძრავი სინათლე მოჩანს. იაპონელი ზოოლოგი კ. ისაკავა მათ მოკლე ჩართვისას გაჩენილ ნაპერწკლებს ადარებდა. მართლაც შთამბეჭდავი სანახაობაა!
პატარა, კანზე განლაგებული ფოტოფორების ფუნქცია კალმარის კონტურის წაშლა და ამით მტაცებლების დაბნევაა( თვლიან, რომ მტაცებელი მას ხედავს ქვემოდან განათებული ცის ფონზე დღისით და ღამით მთვარით განათებული წყლის ფენების ფონზე). განათების სიმკვეთრე და ფერი შეესაბამება იმ სიღრმეს, სადაც კალმარი იმყოფება. ამაზე პასუხისმგებლები არიან თვალის გარეთ მდებარე ფოტორეცეპტორები. ისინი კალმარის თავიზე არიან განლაგებული.
მუცლის საცეცების ფოტოფორების კაშკაშა შუქით მდედრი და მამრი კალმარები ერთმანეთს პოულობენ, ეს ინფორმაციის გადაცემის ერთგვარი ხერხიცაა.
სხვა თავფეხიანი მოლუსკებისაგან განსხვავებით ვატასენიას თვალი ფერებს არჩევს.
ვატასენია სქესობრივად მწიფდება, როცა მდედრების მანტიის სიგრძე 45 მმ.-ს მიაღწევს, ხოლო მამრის-35 მმ.-ს. გამრავლების პერიოდში ზრდა და კვება ნელდება, მაგრამ არ წყდება. დაწყვილება ხდება გაზაფხულსა და ზაფხულში. კვერცხი მცირე ზომისაა და გამჭვირვალეა. ისინი ცალცალკე დაცურავენ წყლის ზედაპირზე. მდედრი ქვირითს ნაწილ-ნაწილ დებს: ერთ დადებაზე 400-600 კვერცხს. საერთო ჯამში კი 5-10 ათას კვერცხს. ლარვები წყლის ზედა ფენაში ცხოვრობენ და წყლის დინებით დიდ მანლზე გადაიტანებიან. ზრდა დაახლოებით 1 წელი გრძელდება.
ვატასენიებს ჰონსიუს ნაპირებთან იჭერენ ხოლმე ქვირითობისას მცირე რაოდენობით. მათ მიირთმევენ როგორც უმად, ისე გაყინულს. საწყალ ვატასენიებს იაპონიაში ჩასული ტურისტებიც იჭერენ ხელნაკეთი ბადეებით და იქვე შეექცევიან უმად.
ადამიანის გარდა ვატასენიათი დიდი კალმარები, თევზები, ფრინველები და ძუძუმწოვრებიც იკვებებიან.
* * *
წყარო:
http://www.calmary.ru/vataseniya-kalmar-svetlyachok.htm