აგერ, ისიც :





დასუსხული ადამიანი
მედუზა ”პორტუგალიური ხომალდი” ანუ ფიზალია (ლათ.Physalia physalis)-კოლონარული ჰიდროიდების სახეობაა სიფონოფორების(ლათ.Siphonophorae) რიგიდან. მათი კოლონია შედგება პოლიპოიდური და მედუზიოდური ორგანიზმებისაგან.
ის არა მარტო ბუნების ლამაზი ქმნილებაა, არამედ ერთ-ერთი სასტიკი მკვლელი მედუზაა. თავდაპირველად, ფიზალიები მხოლოდ გოლფსტრიმის დინებაში გვხვდებოდნენ, აგრეთვე წყნარი და ინდოეთის ოკეანეების ტროპიკულ წყლებში. მაგრამ 1989 წლიდან ისინი ხმელთაშუა ზღვაშიც გამოჩნდნენ. მეცნიერების ვარაუდით, ამის მიზეზი გლობალური დათბობა და მასიური თევზჭერის გამო საკვების შემცირებაა.
”პორტუგალიური ხომალდი” სრულიად ამართლებს თავის სახელწოდებას, რომელიც, ჯერ კიდევ, XV ს.-ში მიიღო ჰენრიხ ზღვაშიმცურავის(მგონი) ფლოტილიის საპატივცემულოდ.
მოზრდილი, 30 სმ.-ს ზომის ,გამჭვირვალე, ბუშტი კოლონიის ერთ-ერთ ბოლოში (პნევმატოფორი) ჰაერითაა სავსე და კოლონიას წყლის ზედაპირზე აჩერებს. ის ”პორტუგალიურ ხომალდს” გარეგნულად სციფოიდურ მედუზებს(ლათ. Scyphozoa) ამსგავსებს. ამ სახეობის საცეცები დიდი რაოდენობით შეიცავენ მსუსხავ უჯრედებს(კნიდოციტებს), რომელთა შხამი სახიფათოა ადამიანისათვის.
როგორც Cystonectae-ს რიგის წარმომადგენელ სხვა სიფონოფორებში, ფიზალიას კოლონიაშიც გამოყოფენ პნევმატოფორებსა და სიფოსომებს. ნეკტოფორების შემცველი ნეკტოსომა მათ არ გააჩნიათ. აქვთ მხოლოდ სიფოსომური ნეკტოფორები.
პნევმატოფორი არის ბუშტი, რომელიც ავსებულია ნახშირორჟანგით გამდიდრებული ატმოსფერული ჰაერით. მისგან ასიმეტრიულად, მარცხნივ ან მარჯვნივ მდებარეობს კოლონიის ღერძი_ცემოსარკი(კოლონიის საერთო სხეული, რომელიც მოიცავს კოლონიის საჭმლისმომნელებელ და ნერვულ სისტემას). მასში მოთავსებულია ზოოიდების (კორმიდიები) ჯგუფი. თითოეულ კორმიდიაში იმყოფება პოლიპოიდური ორგანიზმის 3 სახის წარმომადგენელი:ერთი სასქესო ზოოიდი (გონოზოოიდი), რამდენიმე მკვებავი ზოოიდი(გასტროზოოიდი) და დამჭერი(თუ მიმტაცებელი) ზოოიდი(დაკტილოზოოიდი). ყოველ დაკტილოზოოიდს აქვს ერთი კუმშვადი საცეცი, რომლის სიგრძე გაჭიმულ მდგომარეობაში 50 მ.-ს აღწევს. ყოველი გონოზოოიდი ხისებურად იტოტება, ამიტომ მათ, ჩვეულებრივ, გონოდენდრას უწოდებენ. მასში 3 ტიპის მედუზიოდური ორგანიზმია განლაგებული: გონოფორები, სიფოსომური ნეკტოფორები და რედუცირებული სიფოსომური ნეკტოფორები. აგრეთვე, პოლიპოიდური ორგანიზმების ერთი წარმომადგენელი_გონოპალპონი(ასე ეზოდება გონოფორებში მყოფ დაკტილოზოოიდებს). გონოფორებში ვითარდება რეპროდუქციული უჯრედები, შემდეგ გონოდენდრა წყდება კოლონიას და დამოუკიდებლად არსებობას განაგრძობს წყლის ზედაპირზე.
მკუმშავი ლოკომოტორული მედუზოიდური ზოოიდები (ნეკტოსომური ნეკტოსომები) ფიზალიას არ გააჩნია, ამიტომ კოლონიის ჰორიზონტალური გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ გარეგანი ძალის(ქარის, წყლის ნაკადის) დახმარებით.
კოლონია ძირითადად თევზის ლიფსიტებით იკვებება. უარს არ ამბობს არც წვრილ თევზებსა და კალმარებზე. თვითონ ფიზალიას მიირთმევენ ზღვის კუები მაგ. Caretta caretta, ატლანტიკური გლაუკუსი და იანტინების (ლათ.Janthina) გვარის წარმომადგენელი მოლუსკი Janthina janthina. ”პორტუგალიურ ხომალდთან” სიმბიოზური დამოკიდებულება აქვს მწყემს-თევზს (ლათ.Nomeus gronovii).
ფიზალიას ნასუსხი საკმაოდ სახიფათო. ის ლოკალურ ტკივილს, შეშუპებას, ერითემას(გაწითლება), ცახცახს, გულისრევასა და ღებინებას იწვევს.
ფიზალიას შხამი თავისი მოქმედებით ძალიან ჰგავს კობრას შხამს. ის საოცრად გამძლეა გაყინვისა და გამოშრობისადმი. გაყინული შხამი 6 წლის შემდეგაც კი სასიკვდილოა.
ფიზალიას დასუსხვისას დაზარალებულის პირველი დახმარებაა 3-5%-იანი ძმრით ჭრილობის ჩამობანა. ძმარი შლის შხამს და ხსნის ტკივილს. ძმარის გამოყენება რეკომენდირებული არაა მასიური დასუსხვის დროს. ამით ტკივილი უფრო გაძლიერდება.
განსაკუთრებით სახიფათო ფიზალია ბავშვებისათვის, მოხუცებისათვის და ალერგიული ადამიანებისათვისაა. ცნობილია ლეტალური გამოსავლით დამთავრებული შემთხვევებიც.
* * *
წყარო:
http://ru.wikipedia.org/wiki/Physalia_physalishttp://www.oceanrowing.com/rus/portship_rus.htmhttp://ianimal.ru/topics/portugalskijj-korablikP.S. ეს მედუზა ისეთი რთული აგებულების ყოფილა, დამსუსხოს, ჯანდაბას, მისი აგებულების პატივსაცემად ხმას არ ამოვიღებ!
* * *







* * *
წყალქვეშა ცურვის მრავალი მოყვარული მიდის წითელ ზღვაზე, რათა დატკბეს ზღვის სილამაზითა და მისი წყალქვეშა სამყაროს მრავალფეროვნებით. მათთვის შემუშავებულია მრავალი წყალქვეშა მარშრუტი. მათგან ერთ-ერთი გველთევზების ”ბაღზე” გადის.
ეს საკმაოდ უჩვეულო და ლამაზი სანახაობაა. ”ბაღი” წარმოადგენს უამრავი, გველისმსგავსი თევზის გუნდს. ისინი ქვიშიდანა არიან ამოჩრილები ბალახის ღეროების მსგავსად და ნელა ირხევიან წყლის დინების ტაქტს აყოლილები. მაგრამ საკმარისია, რამე მკვეთრი მოძრაობა მათი მიმართულებით, რომ წამის მეათედში ეს წყალქვეშა ”მინდორი” ქვიშის ქვეშ დაიმალოს.
ეს მოძრავი ”ღეროები” სხა არაფერია, თუ არა, ზღვის გველთევზების(ლათ.Congridae) ოჯახის წარმომადგენელი თევზები. ყველაზე მეტად გავრცელებულია მისი ორი სახეობა: ბაღის ლაქებიანი გველთევზა (ლათ.Heteroconger hassi) და წითელი ზღვის გორგასია(ლათ.Gorgasia sillneri).
რატომ, ”ბაღის”, ალბათ, უკვე მიხვდით. ლაქებიანი კი მას უწოდეს სხეულზე გაბნეული მუქი ლაქების გამო. მოზრდილი გველთევზას სხეულის სიგრძე 40-50 სმ.-მდეა. სიგრძის 1/3 ქვიშაშია ჩამალული ვიწრო, მაგრამ ძალიან ღრმა სოროში. ამ თევზების სხეულის სიგრძის დიამეტრი 1,5 სმ.-ია.
წითელი ზღვის გორგასია უფრო დიდია. მისი სიგრძე 80-100 სმ.-ს აღწევს.
ამ თევზებისათვის სოროს მშენებლობის ძირითად იარაღს კუდი წარმოადგენს. ის ”კონსტრუირებულია” სპეციალურად მშენებლობისათვის. კანი კუდზე სქელია და მკვრივი, ამიტომ ქვიშა მას ვერ აზიანებს. კუდზევე განლაგებულია ლორწოს გამომყოფი სპეციალური ჯირკვლები. ლორწოს დახმარებით ქვიშა სოროს კედლებზე ერთმანეთს ეწებება და არ იშლება.
Gorgasia Sillneri წითელ ზღვაში ბინადრობს, პოპულარული ეგვიპტური კურორტების შორიახლოს. ცხოვრობს ქვიშიან ფერდობებზე ან 45მ.-ის ღრმეზე მდებარე ”მინდვრებზე”.
Heteroconger hassi უფრო ფართოდაა გავრცელებული: აღმოსავლეთი აფრიკისადა მაგადასკარის სანაპიროებიდან დაწყებული იაპონიის კუნძულების რიუკიუსა და ოგასავარასა ჩრდილოეთისა და ავსტრალიის სამხრეთი სანპიროების ჩათვლით.
იკვებება მოდრეიფე ზოოპლანქტონით, რომელიც თევზების დინების საწინააღმდეგოდ გახსნილ პირებში ხვდება.
თევზები თითქმის მთელ ცხოვრებას თავიანთ სოროებში ატარებენ და მათ მხოლოდ შეწყვილების პერიოდში ტოვებენ. გარეთ გამოსული მამრები საქორწილო პას ასრულებენ. ცეკვის დასრულების შემდეგ წყვილი სხეულებით ჩაეხვევა ერთმანეთს და მდედრი ქვირითს ყრის, რომელსაც შემდეგ მამრი ანაყოფიერებს. ამით მშობლების მზრუნვა შთამომავლობაზე წყდებადა დინების მიერ წაღებული ქვირითი ”დამოუკიდებლად” განაგრძობს ”ცხოვრებას”.
* * *
წყარო:
http://ianimal.ru/topics/pyatnistyjj-sadov...skaya-gorgasiyaJaguar pawსოფლიდან მახსოვს, ასეთი ჭიები. წყალში ჩაფლული კუდებით, ნელა რომ ირხეოდნენ. წყალთი თითს თუ ჩავყოფდით, შლამში იმალებოდნენ. ხომ არ იცი, რა შეიძლება იყოს?
მათ ეძღვნებათ ეს "მოხსენება"