წყლის ურჩხულები, რომლებიც ოკეანის სიღრმეში ცხოვრობდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ მეზღვაურებს, უძველესი დროიდან არიან ცნობილები. მითები და ლეგენდები მათზე ყოველთვის ძრწოლას და შიშს იწვევდნენ, ხოლო მეზღვაურები თავბრუს ახვევდნენ მსმენელს მონათხრობით სასიკვდილო საფრთხეზე, რომელიც მათ გადაიტანეს.
ერთ-ერთი ამ ურჩხულთაგანი კრაკენია_გიგანტური მითიური რვაფეხა, რომელიც ჩრდილოეთის ზღვებში ბინადრობდა. შუასაუკუნეების მეზღვაურების თქმით ის საშუალო ზომის კუნძულის სიდიდის იყო და ერთი საცეცითაც კი შეეძლო ჩაეძირა ხომალდი. მიირთმევდა აუარება საჭმელს, რომლის გადამუშავებასაც 3 თვეს ანდომებდა და საბოლოოდ გამოყოფდა ასევე დიდი რაოდენობით ექსკრემენტებს, რომელსაც თევზები გუნდებათ ეხვეოდნენ. მეთევზეები კი სარგებლობდნენ ამით და კრაკენის შორიახლოს თევზაობდნენ ხოლმე. ნორვეგიელი მეზღვაურების ცნობით ერთხელ ახალგაზრდა კრაკენი ჩრდილოეთ ნორვეგიის სანაპიროზე გამოირიყა.
ინგლისური გამოცემის «St. James Chronicle» (მე-18 ს.-ში გამოდიოდა) ცნობით კაპიტანმა რობერტ ჯეიმსონმა და მისმა მეზღვაურებმა ნახეს უზარმაზარი რვაფეხა 1,5 მილის სიგრძის და 30 ფუტის სიმაღლის. ის ხან გამოჩნდებოდა წყლის ზედაპირზე,ხან დაიმალებოდა. ბოლოს კი სულ გაქრა მხედველობის არედან. მის ნაკვალევზე კი იმდენი თევზი დაიჭირეს, თითქმის მთელი ხომალდი გაავსეს.
კარლ ლინემ კრაკენი თავის კლასიფიკაციაშიც კი შეიყვანა, თავფეხიანი მოლუსკებს მიაკუთვნა და მეცნიერული სახელიც უწოდა-Microcosmus. მაგრამ კლასიფიკაციის მეორე გამოცემაში კრაკენი ჩამონათვალიდან ამოაგდეს.
1857 წელს დაიჭირეს გიგანტური კალმარი, რომელიც უნდა ყოფილიყო კრაკენზე მითების მიზეზი. ის 18 მეტრამდე იზრდება სიგრძეში. მანტიის სიგრძე 2მეტრამდეა,ხოლო საცეცების სიგრძე 5 მეტრს აღწევს. ის ატლანტის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში ცხოვრობს. ძირითადად ბინადრობენ 200-600 მეტრის სიღრმეზე. ერთადერთი მტაცებელი, რომელსაც მოზრდილი კალმარის შესანსვლა შეუძლია კაშალოტია. თვითონ კალმარი კი აგრესიას მხოლოდ იმ თევზების მიმართ ავლენს, რომლებიც მისი რაციონის შემადგენელი ნაწილები არიან.

იაპონელი ოკეანოლოგების მიერ წყლის სიღრმეში "დაჭერილი" კრაკენი.

ადამიანის და გიგანტური კალმარის ზომების შეფარდება.