The Black Widowარა, მართლა ვამბობ.
ჩემგან არც ერთ კიბორჩხალას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
საერთოდ ვერ იტანს ჩემი გემოვნების რეცეპტორები ეგეთ უცნაურობებს.
***********************************************
ზღვის ანგელოზი ანუ ევროპული სკვატინა (ლათ. Squatina squatina) ზვიგენისათვის უჩვეულო სახელია,არა? ეს თევზი სწორედაც რომ ზვიგენია და არა სკაროსი როგორც ერთი შეხედვით ეგონება ადამიანს.
ზღვის ანგელოზი ზვიგენების ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც სკვატინისებრთა (ლათ. Squatiniformes) რიგს მიეკუთვნება. ამ რიგის ყველა წარმომადგენელი გამოირჩევა ფართო, ბრტყელი სხეულით, მკერდისა და მუცლის უზარმაზარი ფარფლებით (რომელთა გამოც მიიღეს "ანგელოზის" წოდება) და მოკლე დრუნჩით. სულ 23 სახეობაა ცნობილი, რომელთაგან ყველაზე დიდი ევროპული ზღვის ანგელოზია.
მათი სხეულის სიგრძემ შეიძლება 2,4 მეტრს მიაღწიოს (საშუალო სიგრძე 1,5-2 მეტრია), ხოლო წონა 70 კგ.-მდეა. შეფერილობა მურაა მუქი ფერის ლაქებით. თავისი სხეულის ფორმით ზღვის ანგელოზი ძალიან ჰგავს ხერხა-თევზს (

) (ლათ.Pristis pectinatus), ოღონდ უხერხოდ. ეს უკანასკნელი სწორედაც რომ სკაროსია.
ამ ზვიგენების სკაროსებისაგან მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ლაყუჩების ხვრელების განლაგების თავისებურება: ზვიგენებს ისინი გვერდებზე აქვს, სკაროსებს_ქვემოთ, პირის ღრუსთან ახლოს. და კიდევ ზვიგენებს მკერდის ფარფლები აშკარად აქვთ გამოყოფილი თავისგან.
ეს ზვიგენები სკაროსებივით დიდი ზომის ფარფლების საშუალებით კი არ ცურავენ, არამედ_კუდის.
ზღვის ანგელოზები დასავლეთი და ჩრდილოეთი (სამხრეთიდან) ევროპის მოსაზღვრე ზღვებსა და აფრიკის ჩრდილოეთი სანაპიროს გასწვრივ არიან გავრცელებულები. ძირითადად ფსკერის მცხოვრებლები არიან და 150 მეტრ სიღრმემდე ბინადრობენ. ძირითად დროს ატარებენ ქვიშაში ჩაფლულები მსხვერპლის მოლოდინში: ფსკერის თევზების (კამბალა, ბარაბული (ხოთქარი), უხერხემლოების (მოლუსკები, ზღვის ზღარბები) და კიბოსნაირების.

თავდასხმა ამ ზვიგენს ელვისებური აქვს. საკმარისია უყურადღებო მსხვერპლი მასთან ახლოს მიცურდეს, რომ თვალის გახამხამებაში სამკუთხა, ძლიერი მახვილი კბილების "ტყვეობაში" აღმოჩნდება.
ზღვის ანგელოზს არ უყვარს დიდ მანძილზე მოგზაურობა. მხოლოდ მცირე მანძილზე გადაადგილებებს სჯერდება.
ადამიანისათვის ის სრულიად უსაფრთხოა. თუმცა სიფრთხილე მაინც საჭიროა. ზღვის ანგელოზი ძალიან სწრაფად ესხმის თავს მყუდროების დამრღვევს, ამიტომ განსაკუთრებით ცნობისმოყვარე ან უყურადღებო მყვინთავი შესაძლოა მისი კბილების მსხვერპლი გახდეს და სერიოზული ჭრილობები მიიღოს.
გამრავლების დრო სხვადახვა აქვთ. ჩვეულებრივ ეს გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ხდება. ზღვის ანგელოზები ცოცხალმშობიარე თევზებს მიეკუთვნებიან. ისინი საკმაოდ ნაყოფიერები არიან და ერთ ჯერზე 20-25 პატარას აჩენენ. მათი სიგრძე 30 სმ.-მდეა.
ზვიგენის ტყავს აპრიალებენ და სხვადასხვა ნივთების დასამზადებლად იყენებენ. ხორცი საკვებად გამოიყენება, მაგრამ მიზანმიმართულად მათ არავინ იჭერს ამისათვის.
ზღვის ანგელოზები საერთაშორისო წითელ წიგნში არიან შეყვანილები! რატო არ უკბინა ამ კაცს ხელზე მიკვირს.
This post has been edited by MITIATO on 30 Mar 2012, 21:08