




ხაულიოდები (ლათ. Chauliodontidae) ღრმა წტლის ბინადარი თევზების ოჯახია. სახელწოდება წარმოდგება ბერძნულიდან chaulios_ღია პირით და odous_კბილი.
ოჯახში მხოლოდ ერთი გვარია და 6 სახეობა. მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩვეულებრივი ხაულოიდი(Chauliodus sloani), გვხვდება თითქმის ყველა ოკეანის ტროპიკულ და ზომიერი კლიმატის წყლებში, აგრეთვე, ხმელთაშუა ზღვის დასავლეთითაც. კიდევ ორი სახეობა ცხოვრობს წყნარ ოკეანეში, ერთი-ინდოეთის ოკეანეში, ორი-ატლანტიკის ოკეანეში.
ხაულიოდები გვხდებიან ზედაპირული წყლებიდან 4000 მ.ზე უფრო ღრმა ფენებამდე. უფრო ხშირად, 500-1000მ.-ის შუალედში. სხვა წვრილ ღრმა წყლის თევზებთან ერთად ისინი ქმნიან ბგერისგამფანტავ ფენას(ამ ფენაში ძღვის ორგანიზმების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ექოლოტით რეგისტრირდება, როგორც "ცრუ ფსკერი"). ახასიათებთ დღე-ღამური ვერტიკალური მიგრაცია: ღამე ამოდიან უფრო ზედა ფენებში სანადიროდ, დღისით კი ქვემოთ ეშვებიან.
ხაულიოდები არც თუ დიდები იზრდებიან, დაახლოებით, 35 სმ. მდე, მაგრამ ნამდვილად თავისებური და საშიში გარეგნობა გააჩნიათ. ამიტომ, მათი გამოსახულება ხშირად გამოიყენება ღრმა წყლის მტაცებლების აღწერისას. მათ საკმაოდ გრძელი სხეული აქვთ, გვერდებზე შებრტყელებული და ექვსკუთხა, დიდი ზომის ქერცლების 5 რიგით დაფარული. შეფერილობა შეიძლება იყოს შავი ცისფერი, მწვანე ან ვერცხლისფერი ელფერით. ზურგის ფარფლის პირველი სხივი წაგრძელებულია გრძელი,ნაზი ძაფის სახით და შეიცავს ფოტოფორს(ანუ, ანათებს). მისი მეშვეობით ხაულიოდები მსხვერპლს იზიდავენ პირისკენ. მათი პირი შეიარაღებულია უზარმაზარი, გარეთ გამოჩრილი კბილებით. თავზეც და მთელს სხეულზეც გაფანტული აქვთ ფოტოფორები, რომლებსაც სხვა ღრმა წყლის თევზების მსგავსად იყენებენ ერთმანეთთან კომუნიკაციისა და ამოცნობისთვის.
ხაულიოდები მტაცებლები არიან. შეუძლიათ გადაყლაპონ საკმაოდ დიდი(თავისი სიგრძის 63%) თევზები და კიბოსნაირები. საკვების მიტაცებისას მათი თავი მკვეთრად ირხევა ზევით-ქვევით, თავის ქალისა და ხერხემლის უჩვეულოდ მოქნილი შესახსრების წყალობით, ხოლო ქვედა ყბა იწევა წინ და ქვევით. ამ დროს მასა და ზედა ყბას შორის კუთხე 100—110°_ს აღწევს. გული და მისგან გამოსული მსხვილი სისხლძარღვები უკან იწევა. მაქსიმალურად ამოეყოფა საკვებს, რათა არ მოხდეს მათი ტრამვირება. კბილების მეშვეობით მსხვერპლი კარგად ფიქსირდება და ყბების დახურვისას პირდაპირ საყლაპავში მიდის. ხაულიოდები დღეში დაახლოებით 12-ჯერ ჭამენ.
თავის მხრივ, ხაულიოდები, Coryphaena hippurus-ის, Merlucciidae-ის,ზოგიერთი დელფინისა და ზვიგენის საკვებს წარმოადგენენ. მუქი შეფერილოდა და ღრმა წყლებში განათების არქონა ამ თევზების ერთადერთი თავდაცვის იარაღია.
წყარო:
http://ru.wikipedia.org/wiki/Хаулиодовые * * *
აღარ გაინტერესებთ?
მე ძალიან გავერთე ამ უცნაური არსებებით






მთვარა-თევზი (ლათ. Mola mola) ყველაზე დიდი თანამედროვე ძვლიანი თევზია. მისი სიგრძე 3 მეტრს აღწევს, ხოლო წონა_1,5 ტონას. გინესების რეკორდების წიგნში შეტანილია ამ ჯიშის თევზი, რომელიც 1908 წელს დაიჭირეს სიდნეისთან. მისი სიგრძე 4,26 მეტრი იყო, ხოლო წონა_2235კგ.-ს.
მთვარა-თევზი ატლანტიკის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეების ტროპიკულ და ზომიერი კლიმატის წყლებში ცხოვრობს. ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთით მთვარა-თევზი შეიძლება შეგვხვდეს ნიუფაუნდლენდის, ისლანდიისა და დიდი ბრიტანეთის ნაპირებთან, ბალტიის ზღვის დასავლეთით, ნორვეგიისა და კოლსკის ნახევარკუნძულის გასწვრივ. იშვიათად გვხვდება იაპონიის ზღვის ჩრდილოეთი ნაწილსა და კურილიის კუნძულების სამხრეთით.
პროფილში მთვარა-თევზის სხეული თითქმის სწორ წრეს მოგვაგონებს. ასეთი უჩვეულო ფორმის გამო მოზრდილ თევზებს უჭირთ წყალში ვერტიკალურად გაჩერება. ამიტო დროის დიდ ნაწილს კამბალასავით ზურგზე დაწოლილს ატარებს. ოღონდ მხოლოდ წყლის ზედაპირზე. მას ძალიან უჭირს წყალში გადაადგილება, ამიტო ზვიგენებისა და სხვა მსხვილი მტაცებლებისათვის იოლ ნადავლს წარმოადგენს. თუმცა თევზის დაზიანება ადვილი საქმე არ არის, რადგანაც ის საკმაოდ სქელი კანით არის დაფარული. მახვილწვერიანი ჰარპუნის საშუალებითაც კი რთულია მისი მონადირება. თევზის კანი ჰარპუნს ისე უკუაგრებს, როგორც ლითონი.
სწავლულები ამ თევზს "მრგვალ სულელს" უწოდებენ ძალიან პატარა ტვინის გამო: თევზის ტვინი მხოლოდ 4 გრამს იწონის. ამით ხსნიან თევზის ფლეგმარიურ ხასიათს. წყალში ის ისე იქცევა, თითქოს არაფერი აღელვებდეს. ის არ ღიზიანდება ადამიანის მიახლოვებისას. გემბანზე ათრეულ თევზსაც კი არანაირი მცდელობა არ აქვს გათავისუფლდეს.
მთვარა-თევზი პლანქტონით იკვებება. თუმცა ცნობილია შემთხვევები, როცა მთვარა-თევზი სკუმბრიაზე ნადირობდა.
მთვარა თევზს კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის: ის ყველაზე ნაყოფიერი თევზია. დაახლოებით 300 მილიონ ქვირითს დებს, თუმცა ახალგაზრდა თევზების მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს ზრდასრულ ასაკს.
მთვარა-თევზს გარდა იმისა, რომ ცუდად ცურავს, უყვარს დინებაზე მშვიდათ მინდობა. ასე თევზი შეიძლება ისეთ ადგილას აღმოჩნდეს, სადაც სულაც არ ბინადრობს. შტორმის მოახლოებისას მთვარა-თევზები ნაპირთან ახლოს, მეჩხერ წყლებში გამოდიან, ამიტომ მათი დანახვა სანაპიროსთან ახლოს ზღვისპირეთის მცხოვრებლთათვის ავისმომასწავებელ ნიშნად არის მოჩნეული.
წყარო:
http://ru.wikipedia.org/wiki/Луна-рыбаhttp://inokean.ru/animal/fish/69-fish-moon This post has been edited by MITIATO on 18 Jul 2012, 13:53