აი, მე და ბასა(რა)ც მოვედით

....
ეს ჩემი დიდი სიხარულია და უზომოდ ჭკვიანი.. მგრძნობიარე და სიყვარულის ბუშტი : )))) ....
...
ყველა ცუგის თავისი გზა აქვს სახლამდე და ყველა პატრონს კი საკუთარი გზა თავის ცუგიმდე : )
ბასაც ასე მოვიდა ჩემთან, მე არასოდეს არ მყოლია ცუგა აქამდე : ) ...
...
ბასა 2 წლისაა, 2012 წლის ზამთრიდან 5-6 თვე, თუ მეტიც იყო ერთ-ერთ თავშესაფარში..
აი როგორი იყო ბასი თავშესაფრამდე:

იქ არ იყო კარგი იზოლაცია და ა.შ. ამიტომ ბასას დემოდეკოზი დაემართა.. რის გამოც გადახოტრეს.. და ბასი ვირთხუნიას დაემსგავსა : ) ...

როგორც კი გამოვიყვანე თავშესაფრიდან - პირდაპირ ანალიზებზე წავიდით და მერე ვეტერინართან.. და დაგვინიშნა მკურნაობა, მერე კი სახლში მოვედით : )
ეს პირველი წუთებია ბასასი სახლში : ) ...

1-2 დღე ისვენებდა.. დილა-საღამო ჩამყავს ხოლმე.. და უცნაური ისაა, რომ ჩემი ცუდი რეჟიმის გამო დილის 9-დან ღამის 11-მდე სახლში არ ვარ და ეს პატარა, თუ არავინაა ჩამსეირნებელი (დედას ფეხი აქვს მოტეხილი) მაშ მშვიდად მელოდება და სახლში არაფერს აკეთებს (კუკებს), მოვალ თუ არა ეგრევე გავიქცევით ხოლმე და დიდხანს ვსეირნობთ : )))
უჭკვიანესი და უსუფთავესი გამოდგა ბასა : ) და დილა-საღამოს მე მასეირნებს ხოლმე : ))))


მკურნალობამ შედეგი გამოიღო და თან, ბასა მდგომარეობიდან გამოვიდა.. აღარაა დაშინებული.. გალაღდა : ) ... გათამამდა : ) ...

აი, პოეტი ბიჭი : ))) )

ეს სადარბაზოში მბრძანებლობს : )))

ეს კი ჩემთან ერთად ტახტზე ბრძანდება და სძინავს :: ))) ქფაკინო ეს : )))

მას ბეწვი ამოსდის უკვე : ) მოსუქდა : ) ჯერ კი შესახედად ისე-რა არის, მაგრამ მალე-მალე უზომოდ გალამაზდება : ) ...
ჰო და ესეც ჩვენ : )
This post has been edited by Tio on 1 Jul 2013, 13:33
მითხარი...