ეს ხომ არ დაგიკარგავთ ვისმეს ... ან იქნებ შეიფაროთ ... კარგი ვინმე ჩანს ძალიან-ძალიან!!!

ეკა ლომიძის პოსტი:"უშველეეეეეეეეეეთ. დღეს დაახლოებით ერთი საათის წინ. თამარ მეფის გამზირზე, კინოსტუდიის მოპირდაპირე მხარეს, თაფლის სახლის წინ გაჩერებაზე ვნახე ეს ცუგო. საბრალო, აშკარად დაკარგულია და ეძებს პატრონს. სავარაუდოდ ახსოვს, რომ მისი პატრონი გაჩერებაზე დგებოდა ხოლმე მასთან ერთად. ისიც ზის და ელოდება. სუნავს ხალხს, თუ მოეფერე, ჭკუაზე გადადის სიხარულისგან. ვაჭამე ხაჭაპური. ვერსად წავიყვანდი, სამსახურში მაგვიანდებოდა. გაავრცელეთ, იქნებ პატრონმა იცნოს, ან იქნებ ვინმე მადლიანი გამოუჩნდეს. უკარგესი ვინმეა. ეტყობა ახალი დაკარგულია, რადგან ჯერ არ არის ჭუჭყისგან გაძუნძგლული"
P.S. გთხოვთ გაავრცელოთ იქნებ შევძლოთ პატრონამდე ხმის მიწვდენა...
ეკა ლომიძე (
https://www.facebook.com/Ekaterine73 )
მითხარი...