ამ სურათში რაც ჩანს არაა ცისფერი, არის გაურკვეველი ცისფერ-მოიასამნისფრო ფერის და ნესტოების გარშემო თეთრი რკალები. ცისფერი საერთოდ გოგოების ფერია, მამალ ბარტყებს არ აქვთ ცისფერი, აქვთ მთლიანად იასამნისფერი, (არანაირი რკალებით), რომელიც დროთა განმავლობაში ხდება მუქი ლურჯი და არა ცისფერი (ზოგიერთ ჯიშს სულ იისფერი რჩებათ)
აი მამლები:

დააკვირდი პირველ სურათში როგორი ფერის აქვს, მთლიანად იასამნისფერია. დანარჩენი 3 სურათი უკვე მოზრდილი მამლების სურათებია.
და აი დედლები

როგორც ხედავ დედლებს აქვთ ძალიან ბევრი ფერის, მოყავისფრო, მოიასამნისფრო, ცისფერი და თეთრი და ყველას ნესტოების გარშემო დაყვებათ თეთრი რკალი. მუქი ყავისფერი უკვე მოზრდილი მდედრის ფერია(შუა სურათი)
ზოგადად, როცა ბარტყს გაურკვეველი ფერის აქვს+თეთრი რკალი ის ძალიან დიდი ალბათობით დედალია.
შენი თუთო ყველაზე მეტად ზემოდან მეორე ფოტოზე რომაა გამოსახული იმას ჰგავს.
100% დარწმუნებული ვარო ვერ გეტყვი, თუ დღის შუქზე გადაუღებ სურათს ახლოდან და კარგი ხარისხით ეგებ უფრო დაგეხმაროთ

გამყიდველს რაც შეეხება, 2 თვის ბარტყზე რომ გითხრა ჩემი ხელით გამოვზარდე და 8 თვის არისო, არაა გამორიცხული, რომ სქესზე მოეტყუებინე

მაგათ რომ არ დაეჯერებათ და სულ რომ იტყუებიან ზუსტად ამიტომ არსებობს პირველ გვერდზე ამხელა დასურათებული ინფო