markes ამ სურათზე ცუდად ჩანს, მაგრამ რასაც ვხედავ მშვენიერია <3 რა ჯიშია? თუ ჩემმნაირი სახლის კატა გყავს შენც???
ახლა ჯერ ახალ გარემოშია, არაა შეჩვეული და იმიტოამასე დაშინებული. ნამდვილად სიამია? ცოტა უჩვეულო ფერი კი აქვს

მაგრამ რასაც ვხედავ ძალიან ლამაზია და ზრდასრულს გავს <3
1.აუცილებლად გჭირდება ჯამი საჭმლისთვის და წყლისთვის დაგიჯდება ასე 5-10 ლარი.
2. ტუალეტი თავისი ქვიშით. ტუალეტი 10-16 ლარი, გააჩნია როგორს იყიდი, ქვიშა კი წონითაც იყიდება და მთელი შეკვრაც, წონით კილო ღირს2-3 ლარი. ისე მე შეკვრას გირჩევ, 8 ლარიდან იწყება. (მე მაქვს cat's purr გრანულებიანია, ეკონომიური და სუნს არ უშვებს )
3.საჭმელი რა თქმა უნდა თუ სახლის საკვებზე არ გეყოლება

ყველაზე კარგი რაც ქართულ ბაზარზე მოიპოვება როიალ ქენინია, მშრალი, 1 კგ -10 ლარი.
მე მგონი ჯერ ესენი გჭირდება აუცილებლად

ისე კარგი იქნება ბრჭყალების სალესსაც თუ უყიდი

ჩემს დივანს დედა უტირა და დღეს ვუყიდე 30 ლარად. ასე რომ განსაზღვრე პრიორიტეტები, დაითვალე, და ჰერი ჰერი ზოო მაღაზიისკენ

წარმატებები!!!