mariri-qვაიმე,ჩემიც ეგრე იკბინებოდა,გგონია დიდი ხანია მიჩერდება?

ეს სამიადღეა რაც მიმეჩვია მერე ლინკს მოგწერ და თუ არ გაქვს ჯერ წაკითხული წაიკითხე როგორ უნდა მიიჩვიო ზაზუნა
Jorikარა ჯუნგარულია თურმე
* * *
როგორ მივიჩვიოთ ზაზუნა?
ზაზუნები ბუნებით ველური ცხოველები არიან. მინდვრებში ისინი ცალცალკე ცხოვრობენ სოროებში და გულმოდგინედ ემალებიან თავინთ მტრებს, ამიტომ ნუ გაკგიკვირდებათ, თუ თქვენი ხელის დანახვაზე ისინი ზურგზე გადაბრუნდებიან და ფეხებს გაფშეკენ. არ ინერვიულოთ, ეს ნორმალური მოვლენაა. ზაზუნას ხომ თქვენ მტაცებელი გონიხართ, რომელსაც მისი შეჭმა უნდა. თუ თითზე გიკბენთ, ნურც ამის გამო გაუბრაზდებით, თქვენც ხომ იგივეს გააკეთებდით, უზარმაზარ მონსტრს ხელში რომ აეყვანეთ.
იმისათვის, რომ თქვენი ახალმა მეგობარი ახალ გარემოს შეეგუოს, რამდენიმე დღე სჭირდება. როცა პირველი სტრესი გადაივლის, თავს იჩენს თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა და ზაზუნა თავისი გალიის ინტერესით შესწავლას იწყებს.
თქვენი ზაზუნას ადაპტაცია უფრო მეტად წარმატებული იქნება, თუ მის მიმართ ალერსიანები იქნებით. თუ მთელი დრო ხელში გეკავებათ და გააწვალებთ, საეჭვოა ზაზუნა ოდესმე მოგეჩვიოთ. თავდაპირველად თქვენ უნდა დაარწმუნოთ ზაზუნა იმაში, რომ სწორედ თქვენი ხელები აჭმევს და არწყულებს, ამიტომ უნდა გენდოთ და ამ ხელების არ შეეშინდეს.იმისათვის, რომ ზაზუნას გული მოიგოთ მოთმინება და დრო დაგჭირდებათ. დაიდეთ ხელის გულზე რამე სასუსნავი (მაგ. ნიგოზი) და მშვიდათ, მკვეთრიმოძრაობის გარეშე მიიტანეთ ცხოველთან ახლოს. არ გაგიკვირდეთ, თუ ზაზუნა შეშინდება და დაიმალება.შეიძლება გიკბინოთ კიდეც. არ შეშინდეთ, ასეთი პროცედურა პერიოდულად ჩაატარეთ და ზაზუნა თანდათან მიეჩვევა თქვენს ხელს.
სასუსნავის დახმარებით შეგიძლიათ ზაზუნას თავისი სახელი ასწავლოთ. დიახ, ზაზუნები მშვენივრად იმახსოვრებენ სახელს, ოღონდ ამისათვის ცოტა წავარჯიშება უნდათ. ამისათვის უნდა გააკეთოთ შემდეგი: მიეცით ზაზუნას საჭმელი და თან მისი სახელი იმეორეთ, მაგ.: ზაზუ...ზაზუ...ზაზუ... რაღაც დროის შემდეგ თავისი სახლეის გაგონებაზე ზაზუნა თვითონ გამოვარდება სოროდან.
უნდა ითქვას, რომ მამრი ზაზუნას მიჩვევა უფრო ადვილია, ვიდრე მდედრის. თანაც მამრები უფრო მშვიდები არიან ბუნებით. სხვა ყველაფერი უკვე თქვენზეა დამოკიდებული :გაუნაწილეთ თქვენი სითბო და ყურადღება ზაზუნას და ისიც იგივეთი გიპასუხებთ.
რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა ზაზუნასთან ურთიერთობისას?
არ შეიძლება:
-მკვეთრი მოძრაობები ან ხელების ქნევა ზაზუნას ცხვირწინ;
-მძინარე ან ახლადგაღვიძებული ზაზუნას ხელში აყვანა;
-მისი კუთხეში მიმწყვდევა ან ხელისგულის დაფარება;
-გალიის სიახლოვეს ხმამაღალი ყვირილი;
-სიმაღლეზე დასმა. ზაზუნა ვერ გააჩევს მანძილს იატაკამდე და აუცილებლად ჩამოხტება;
-უხეში მოძრაობით ქეჩოთი აყვანა;
-ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვები ფრთხილად მოე[ყრან ზაზუნას: არ მოუჭირონ ხელი, არ ცემონ, არ ჩააგდონ გალიაში სიმაღლიდან, არ აიძულონ გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც არ უნდა;
შეიძლება:
-ცხოველთან ლაპარაკი მშვიდი ხმით;
-მისი ხელში აყვანა ნელა და აკურატულად, ისე რომ წინა თათები ხელში მოიქციოთ;
-შეხება სუფთა ხელებით. შეგიძლიათ უფლება მისცეთ დაგყნოსოთ_ასე ზაზუნა უფროსწრაფად მიეჩვევა თქვენს სუნს;
-მიეცით საშულება დაწყნარდეს, თუ ის შეშინებულია.
* * *
mariri-qმგონი გოგოა ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული
* * *
darkvisionhttp://myzoo.ge/index.php?act=27&idd=3830აი მე აქედან ვიყიდე მგონი გამოგადგება თან იაფია ჯუნგარულია თავის აკვარიუმით 13ლარაად სახლსი მიტანით