რა ვაჭამოთ ზაზუნას?ბევრი პატრონი მიიჩევს, რომ ამ პატარა არსების გამოკვება რთული არ არის და მას გალიაში ყველაფერს უყრიან (პურის ქერქებს, კომბოსტოს, კარტოფილს, სტაფილოს ნაფცქვენებს და ა.შ.). რახან ზაზუნა ამ ყველაფერს ჭამს, გამოდის, რომ ყველაფერი წესრიგშია.
გახსოვდეთ, რომ ზაზუნა დიდი ხნის წინ მოიშინაურეს და მას თითქმის დაკარგული აქვს ბუნებრივი ინსტიქტი ამოარჩიოს მისთვის ვარგისი საკვები. დღეისათვის ეს ფუმფულა არსებები თითქმის ყველაფერს ჭამენ, რასაც პატრონი მისცემს, უპირატესობას ანიჭებენ ცხიმინა და ტკბილ საჭმელს. ასეთი კვება კი მისთვის ზიანის მომტანია. ამით ზაზუნების ისედაც ხანმოკლე სიცოცხლე კიდევ უფრო მოკლდება.
ამიტომ ყველა მზრუნველი პატრონის მთავარი საზრუნავი ზაზუნას მენიუს სწორი შერჩევაა.
გახსოვდეთ, ნებისმიერი პროდუქტის უზომო რაოდენობით ჭამამ შესაძლოა ვნება მოუტანოს ზაზუნას ორგანიზმს!
ქვემოთ ჩამოვთვლილი, პროდუქტების სია, რომელიც შეგიძლიათ აჭამოთ ზაზუნას და რომელიც მავნებელია მისთვის:
შეიძლება: 1. მშრალი მზა საჭმელი ზაზუნებისათვის;
2. თხილი, კაკალი, მიწის თხილი, წაბლი, ფუნდუკი, კუნჟრუტის თესლი, ბერძნული კაკალი;
3. ხორბლის, შვრიის, ბამბუკის,იონჯას ღეროები;
4. მზესუმზირა, გოგრისა და ნესვის თესლი;
5. ფაფები: ხორბლის, ქერის, შვრიის, წიწიბურის, ბრინჯის, ოსპის, ჰერკულესის;
6. კენკრა: მარწყვი, მოცხარი, ხურტკმელი, მოცვი, ბალი (კურკების გარეშე!), ყურძენი, თუთა;
7. ხილი დაბოსტნეული:გოგრა (უმი), ვაშლი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, კიტრი, პომიდორი (ოღონდ არა ზამთრის), ბოლოკი, თალგამი, ყაბაყი, ჭარხალი, მსხალი, ატამი, გარგარი, ნესვი, პატისონი, ბარდიჯანი (ოღონდ არა გადამწიფებული), ბანანი, ყვავილოვანი კომბოსტო (მოხარშულიც და უმიც,ოღონდ არა ხშირად), ჭყინტი სიმინდი, პარკი ლობიო, ჩინური სალათა, ბროკოლი, ქლიავი (ცოტა), ნედლი ბარდა, მუხუდო (დამბალი),ასკილი(კურკებისაგან გაწმენდილი და მცირე რაოდენობით);
8. მოხარშული ბოსტნეული :სტაფილო, ჭარხალი, გოგრა, ბარდა (მარილის გარეშე);
9. მწვანილი: ოხრახუში, კამა,ნიახური (მცირე რაოდენობით და იშვიათად), სალათა, ბაბუაწვერას და მრავალძარღვას ფოთლები, სამყურა, ჭინჭარი;
10. მშრალი ხილი: ქიშმიში, გარგარის,ვაშლის, მსხლის ჩირი, ბანანის ჩიპსები;
11.თითქმის ყველა ფოთლოვანი ხის ფოთლები: წიფელი, იფანი, ტირიფი, ცაცხვი, მუხა, ვერხვი, აკაცია, ხეხილი,მაგ. ალუბალი, მსხალი, ვაშლი, თუთა.
12. ვარდის ფურცლები;
13. ბატიბუტი მარილის, შაქრის და სხვა დანამატების გარეშე_როგორც სასუსნავი;
ცხოველური ცილის წყაროდ რაციონში შედის (კვირაში 1-2-ჯერ რომელიმე):
14. მოხარშული ქათმის ხორცი მარილისა და საკმაზების გარეშე;
15.. იოგურტი შაქრისა და დანამატების გარეშე, არაუმეტეს 1%-იანი ცხიმიანობისა,ბიფილინი;
16. ხაჭო 0-1% ცხიმიანობის;
17. კეფირი, მაწონი 0-1% ცხიმოანობის;
18. მოხარშული კვერცხი;
19. ნაკლებცხიმიანი მოხარშულითევზი;
20. გაწმენდილი კრევეტები (იშვიათად);
ახალგაზრდა და ავდმყოვი ცხოველების საკვებად შეგიძლიათ გამოიყენოთ:
21. ხორციანი და ბოსტნეულიანი საბავშვო კვება (მარილის, შაქრისა და სოიოს გარეშე);
22. წყალზე მომზადებული ფაფები, საბავშვო ურძეო ფაფები მარილის, სოიოს და გლუტეინის გარეშე;
23. ბრინჯი, წეპვადობის გაჩენამდე მოხარშული;
24. მცენარეული ზეთი(შეკრულობისას, ძალიან მცირე რაოდენობით).
* * *
არ არის რეკომენდირებული: 1. ყველი;
2. მზა საჭმელი ტალღოვალი თუთიყუშებისათვის, სხვა მღრღნელების საკვები;
3. კარტოფილი;
4. ხურმა (დასაშვებია მხოლოდ ძალიან ტკბილი და აბსოლუტურად მწიფე, ისიც იშვიათად);
5. რკო;
6. მღრღნელებისათვის განკუთვნილი დროპსები;
7. თეთრი პური;
8. ბრაზილიური კაკალი.
არ შეიძლება 1. მარილი, შაქარი, სანელებლები;
2. ზეთი;
3. ციტრუსები;
4. მშრალი საუზმეები, მიუსლი;
5. ნუში;
6. ნიორი;
7. ხახვი;
8. ბლისა და გარგარის (მსგავსი ხილის) კურკები;
9. უმი კარტოფილი, კატოფილის ნაფრცქვენები;
10. ძეხვი და სოსისი;
11. ძროხის, თხის რძე;
12. არაჟანი, ნაღები;
13. ეგზოტიკური ხილი (ბროწეული, კივი, ფეიხოა, მანგო,ავოკადო, ანანასი და ა.შ.);
14. ყველაფერი შემწვარი და ცხიმიანი;
15. მაკარონის ნაწარმი;
16. საზამთრო;
17. მჟაუნა;
18. ტიტა;
19. ჩურჩხელა, ფელამუში, გოზინაყი;
20. სოკოები;
21. თაფლი;
22. წიწვოვანი მცენარეების ტოტები (მათ მიერ გამოყოფილი ფისი მავნებელია ზაზუნასათვის);
23. ნებისმიერი მცენარე, რომელიც საავტომობილო გზასთან ახლოს იზრდებაიზრდება;
24. ხილის წვენები;
25. შავი პური;
26. პიტნა;
27. თეთრი და წითელი კომბოსტო;
29. ნამცხვრები, შოკოლადი, ნაყინი;
30. ლეღვი;
31. ჩვეულებრივი ფითრი.
32. მოარიდეთ ყველანაირ ოთახის მცენარეს, ხშირ შემთხვევაში ისინი შხამიანები არიან ზაზუნასათვის.

არ დაივიწყოთ, რომ ზაზუნებსაც, ადამიანების მსგავსად, ინდივიდუალური გემოვნება აქვთ. ამიტომ საჭმლის არჩევა არა მარტო მათი ჯანმრთელობისთვის სარგებლობის მოტანის მხრივ, არამედ ზაზუნას გემოვნების გათვალისწინებითაც მოგიწევთ.
რახან პირველ პოსტს არავინ კითხულობთ, აქც დავდებ.