
არის უფროსო !!!
ბევრს ვერაფერს დავწერ, თუმცა ზოგადი წარმოდგენის შექმნა მგონი შესაძლებელი იქნება.

ორთოპედიაში დისპლაზიურ სინდრომს უწოდებენ შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევას, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს შემაერთებელი ქსოვილის სისუსტესთან სახსრების ჰიპერმობილურობის (მოძრაობის ზედმეტი სიფართოვის) შერწყმით. ამასთანავე, დისპლაზია არის არა თავისთავადი დიაგნოზი, არამედ მდგომარეობა, რომელიც ამა თუ იმ დაავადებას ახლავს თან.
ბარძაყის თავის ამოვარდნილობა დისპლაზიის ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინებაა. ის სახსრის შემადგენელი ელემენტების განუვითარებლობის შედეგია და შემაერთებელი ქსოვილის პირველადი დარღვევის შედეგად ყალიბდება.
გენეტიკური ფაქტორები აქ მთავარ როლს ასრულებს. შედარებით ნაკლებ, თუმცა მაინც საგრძნობ გავლენას ახდენს მავნე გარემო ფაქტორები.
საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაცია (FCI), მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიას განვითარების მიხედვით ყოფს 5 დონედ : HD-1 (A); HD-2 (B); HD-3 ©; HD-4 (D) და HD-5 (E).

HD-1 (A) არის ნორმა... დანარჩენი უკვე გადახრაა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს დაავადება მემკვიდრეობით გადაეცემა წინაპრიდან შთამომავლობას, ამიტომაც კულტურული მოშენების პირობებში სასურველია ყველა სანაშენე ძაღლი გამოკვლეული იქნას ამ დაავადებაზე (სასურველი საქართველოშია, თორემ ზოგადად სავალდებულოა.

)და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მათი გამოყენება სანაშენე საქმიანობაში. ეს დიდწილად შეამცირებს ამ დაავადების მატარებელი შთამომავლობის მიღების რისკს.
პ.ს გამიხარდება, საქართველოშიც თუ სავალდებულო გახდება სანაშენე ძაღლების ამ დაავადებაზე (და არამარტო ამ დაავადებაზე) გამოკვლევა.
This post has been edited by andro ph on 8 Feb 2012, 01:01