10 აპრილს მე ვახტანგ მამალაძე , ქალბატონ თამარ აფციაური ვიყავით სტუმრად გადაცემა "შენი პოზიცია" ჟურნალისტ თეა გიგუაშვილთან ერთად , სადაც მიმდინარეობდა დისკუსია გორის მუნიციპალურ თავშესაფრის გარშემო და უსახლკარო ცხოველების ბედზე.
გადაცემის ავტორმა ძალიან უხეში პარალელი გაავლო გაჭირვებულ ადამიანებისა და უსახლკარო ცხოველების ბედზე–რაც ყოვლად მიუღებელია და უტაქტო, მოგეხსენებათ ერთ გადაცემაში ორი პრობლემის განხილვა გაუბედურებული უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების დაფინანსების შეწყვეტის და მუნიციპალური თავშესაფრის დაფინანსების საკითხის განხილვა ცუდ სამსახურს გაუწევს საზოგადოებას და შედეგი სავალალო.
გადაცემის წამყვანი შეეხო თემას ნეპოტიზმს რომელიც ამ კონტექსტში იყო ძალიან უადგილო და უტაქტო. მაინტერესებს ქალბატონი თეა სად ხედავს პრივილეგიას–მუნიციპალურ თავშესაფარში მომუშავე ადამიანში–რომელიც დილიდან საღამომდე ცხოველების მოვლაში, მათ ზრუნვაში ატარებს უმეტეს დროს და საკუთარ ოჯახისთვისაც კი აღარ რჩება დრო, უბრალოდ ეს მისი მოწოდებაა. მაინტერესებს თუ ასეთი შემოსავლიანი ყოფილა მუნიციპალურ თავშესაფარში მუშაობა, მაშინ რატომ უფრო მაღალი რანგის თანამდებობის პირის მეუღლე არ მუშაობს აქ ამ თანამდებობაზე?" სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი'
ეს არის პროვოკაცია და მეტი არაფერი!
ხშირ შემთხვევასი ჟურნალისტებისთვის მთავარია ინტრიგა, მოსახლეობის დეზინფორმაცია და პოპულარობის მოხვეჭა. ეს არის ჟურნალისტიკისთვის დამანგრეველი და საზიანო საზოგადოებისთვის.
ძალიან ვწუხვარ, რომ ქ–ნი თეას არატოლერანტულად და არაცივილიზებული მსოფლმხედველობით მიჰყავს გადაცემა, ეს ზიანს აყენებს ისედაც გაღიზიანებულ საზოგადოების ნაწილს.
იმედს ვიტოვებ საზოგადოებაში გაიმარჯვებს ჯანსაღი აზრი და ის რაც ნამდვილად მთელი გულით კეთდება ცხოველების საკეთილდღეოდ მოქალაქეების უმრავლესობა ამას დაინახავს და მადლიერების გრძნობით განეწყობა ქ–ნი თამარის მიმართ.
ვახტანგ მამალაძე
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=triale...04-2014+19%3A32