არა, შესხურებით არა, ჭურჭლიანად ჩავდე ფუნგიციდ+ინსექტიციდ -სელესტ-ტოპში. მე მგონი, ეს სისტემური ინსექტიციდია, ანუ ყველგან გაიჟონება. საერთოდ, მეშინია, ახალი ყვავილი რომ შემაქვს სახლში, კარანტინში ვსვამ და ვამუშავებ ხოლმე, მარგანცოვკით, ამ წამლით, რა ვიცი, რაც მაქვს.....მაგრამ მაშინ ჯერ გაშლილი არ იყო, კოკრებში იყო, მინიმუმ 3 დღე მაინც გავიდა, სანამ გაიშალა.
არა, მე ის მაგიჟებს, მარტო ფუტკრები დაიხოცნენ, პირდაპირ ჩემს თვალწინ, სხვა მწერები, ვითომც არაფერიო, ისე დაღოღავდნენ(მაგ. ბუზები), და მშვიდად დაიშალნენ. რაღას ვიზამდი, სახლში შემოვიტანე. ახლა ვფიქრობ, მე როდის დავიწყებ სულის ღაფვას
* * *
irmushelaბოლქვები გქონდა ნაყიდი, თუ უკვე რომ ამოიყარა, ისეთი? მაგის ვიგონკას(ბოდიში, ეს ტერმინი ქართულად არ ვიცი

და რუსულ-ქართულ ლექსიკონში მარტო სპირტის ვიგონკა ვნახე, ვგონებ არ გამომადგება

) ხომ თავისი წესი აქვს, გარკვეული ტემპერატურული რეჟიმი შემოდგომა-ზამთარში და ჩარგვის შემდეგ განათების შეზღუდვა; მაგის გარეშე საყვავილე ღერო ვერ იზრდება და ყვავილედი განუვითარებელი, ჯუჯა გამოდის. მე სამთო ქიმიაში ვიყიდე უკვე ამოწვერილი და ისეთი გამომადგა, კიდევ მივბრუნდი, დავამატე და გულითადი მადლობაც ვუთხარი.
This post has been edited by mashikooo on 22 Mar 2012, 21:58