ხიშნიკები, ანუ ჩვენში ხიშნიკები არის უფრო ციხლიდების სახით გავრცელებული, ფასი მერყეობს ჯიშის და ზომის მიხედვით, ანუ რამდენად ძვირფასია ესა თუ ის ჯიში(ძვირფასი, ანუ რამდენად არის გავრცელებული ჩვენთან), ფასები იწყება სადღაც 5 ლარიდან და ზემოთ.
უარყოფითი ის აქვს რომ მათთან ფაქტიურად ვერ მოაშენებ მცენარეებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ანუ მოაშენებ მათ, რომელთაც უფრო მაგარი ან მწარე ფოთლები აქვთ. ასეთ თევზებს უწყობენ ხოლმე კლდოვან ფონს, ძირითადად აფრიკულებს, ხოლო ამერიკულ ციხლიდებს ჩაძირულ ხეებს და ასე შემდეგ.
გარკვეული წყვილი იკავებს გარკვეულ ტერიტორიას და იცავს მას სხვა თევზებისგან, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მისი ჯიშის იქნება თუ სხვა, ამიტომ მათი აკვარიუმი უნდა იყოს დიდი, 200 და ზევით და ისე უნდა განაწილდეს თევზები რომ ყველამ თავისი ტერიტორია დაიკავოს, პატარა აკვარიუმის შემთხვევაში შეიძლება ტერიტორიის გამო ერთმანეთი დახანჯლონ

არიან ციხლიდები, რომლებთაც შეუძლიათ მშვიდობიან თევზებთან ცხოვრება, ეს არის მიკროგეოფაგუსები და ციხლაზომები, მაგრამ ყველა ესენი, ქვირითობის დროს ხდებიან აგრესიულები. მიკროგეოფაგუსები არა მარა, აი ციხლაზომები კი გამრავლების დროს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიან მშვიდობიან თევზებს.
მათ რაციონში შედის გარდა ხელოვნური საკვებისა, ცხოველური და მცენარეული საკვებიც.
პ.ს. ქარვასლაში, მესამე სართულზე, ლიფტიდან მარცხნივ, არის ახალი ზოომაღაზია, მანდ მუშაობენ პროფესიონალები და ისინი უკეთ აგიხსნიან როცა რამის ყიდვას დააპირებ. ისეთს არ მოგცემენ რომლებიც ერთად ვერ იცხოვრებენ. სხვა ყველა ზოომაღაზიაში, ჰკიდიათ, ლიჟ ბი გაყიდონ.
პ.პ.ს. გთხოვ გაეცნო თემის პირველ გვერდს
This post has been edited by silver_ranger on 29 Feb 2012, 23:01