khatia88იცი რა, შუბლზე ზოლები აქვთ პირველი ბუმბულის გამოცვლამდე, ანუ შეიძლება 3-4 თვისამ გამოიცვალოს ბუმბული და აღარ ჰქონდეს ზოლები, მაგ ასაკის კი ბარტყად ითვლება

თვალებს რაც შეეხება მართალი ხარ, მაგრამ ჩემ დედალს მთლიანად შავი ჰქონდა 8 თვემდე, ეტყობა მანდაცაა გამონაკლისები :/
ზრდასრული იმიტომ ვთქვი, რომ ნისკარტის ფერი სურათში ყავისფერი ჩანს და თან საკმაოდ მუქი, და ეგეთ დროს უკვე ბარტყი აღარ ჰქვია, სადღაც 5-6 თვის ზემოთ უნდა იყოს

ნუ ზრდასრულში ბებერი არ მიგულისხმია რა თქმა უნდა

სადღაც თინეიჯერობის ასაკშია ალბათ

მაგრამ აი სურათს რომ დადებ ახლოდან მერე დაზუსტებით გეტყვი უფრო
ძალიან კარგი ვინმეა და დარწმუნებული ვარ ცოტა ხანში ასაკსაც დაიკიდებ და მაგის ლაპარაკსაც