მ ე თ ე ვ ზ ეთუ აპირებ ყიდვას აუცილებლად წაიკითხე ინტერნეტში მოვლასთან დაკავშირებით, მე მეზარება ახლა ახლიდან გადაქექვა ინტერნეტის

ყველგან არის მითითებული რომ ასჯერ აწონ-დაწონეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება ჟაკოს მოყვანის შესახებ-ო. მარტო იმაზე არაა ლაპარაკი რომ ზომით დიდია და დიდი გალია, დიდი რაოდენობით საჭმელი და ა.შ. სჭირდება. ჟაკოს აქვს ძალიან მაღალი ინტელექტი, იმდენად მაღალი, რომ პრეტენზიული და მომთხოვნია. საათობით უნდა უჯდე, ელაპარაკო, , გაწვრთნა და მენტალურ განვითარებაზე იზრუნო.
საკმარისია ოდნავ ყურადღება მოაკლო, გადადის აგრესიაზე, პრინციპულად აკეთებს ყველაფერ იმას, რასაც არ უნდა აკეთებდეს. იკბინება, ვიღაც წერდა მახსოვს ჩემმა დაიწყო ყველაფრის გადმოყრა გარეთო, საჭმელი, წყალს აქცევდა, ავალაგებდი და იმავე წუთს იგივეს იმეორებდაო.
ან დეპრესიაში ვარდება, ბუმბულს იპუტავს და მორჩა მერე გინდა სულ გალიაში ჩაუჯექი, ვეღარ უშველი ვერაფერს
ლაპარაკს რაც შეეხება, ყველამ კი იცის რომ აქაც გენიოსები არიან, მაგრამ ძალიან ძალიან დიდი მოთმინებაა საჭირო, რომ იმ შედეგს მიაღწიო, რაც ეკრანებზე გვაქვს ნანახი. რაღაც არ მოეწონება? მორჩა იქ, ლაპარაკი არა ის კიდე... მაგას იმხელა ტვინი აქვს რომ სრულიად დაიკიდოს შენი მოთხოვნები

მოკლედ წაიკითხე ყველაფერი სანამ მოყვანას გადაწყვეტ.