mia_nanoგამარჯობა! პაპილომა ვირუსული დაავადებაა და ვრცელდება ადვილად თუ ორგანიზმს აქვს მიდრეკილება ამ დაავადებისადმი. გირჩევთ დაალევინოთ ქრისტეს სისხლას ნაყენი ინსტრუქციის მიხედვით და შეძლებისდაგვარად გაუკეთოთ ოპერაცია. რაც მალე მით უკეთესია, რომ არ გავრცელდეს პაპილომატოზური წარმონაქმნები. ოპერაცია უნდა გაკეთდეს ხარისხიანად რადგანაც თუ ფესვი დარჩა შეიძლება გამეორდეს და ისევ გაიზარდოს
* * *
KoKo:)სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოს სხვა რეგიონში დაავადების შემთხვევები დაფიქსირებული არ არის. აქედან გამომდინარე უნდა ვიყოთ წყნარად თუმცა ფრთხილად რადგანაც შეიძლება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით შესაძლებელია ფლებოტომუსის ჯგუფის მწერებმა არეალი შეიცვალონ და სხვა არეალში დასახლდნენ სადაც შემდგომში მოსალოდნელია მათი გავრცელება.
http://vet-express.ge/view_news.php?id=12 * * *
Tatraპროფილაქტიკური აცრები – პრობლემა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციონ არა მხოლოდ ძაღლების, არამედ კატების მფლობელებმაც. ძაღლთა ყველაზე საშიში და გავრცელებული ინფექციური ავადმყოფობებია: მტაცებელთა შავი ჭირი, ჰეპატიტი, პარვოვიროზი, ლეპტოსპიროზი, ცოფი;
კატებისა: ვირუსული რინოტრაქეიტი; კალცივირუსული ინფექცია, კატების პანლეიკოპენია და ცოფი.
ცხადია, უფრო მარტივია ყველა ამ ავადმყოფობის შესახებ გაფრთხილება, ვიდრე მათი მკურნალობა. ჩატარებული აცრების შესახებ ცნობა შეიტანება ვეტერინარულ პასპორტში, რომელიც ფორმდება ვეტერინარის მიერ ვაქცინის სახეობის, ვაქცინაციის თარიღისა და ვაქცინაციის ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის მითითებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ გეგმავთ გამოფენებზე მონაწილეობას ან ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობას.
ვაქცინაციის ვადები: ლეკვების აცრა პირველად 8-9 კვირის ასაკში ხდება, 3-4 კვირაში ატარებენ რევაქცინაციას იმავე აცრებით, მეორე რევაქცინაციას ატარებენ კბილების მოცვლის შემდეგ 10 თვის ასაკში, ამასთან ცოფის აცრასაც.
კნუტებს ვაქცინაციას პირველად 9-12 კვირის ასაკში პოლივალენტური ვაქცინით უკეთებენ, შემდგომი რევაქცინაცია უნდა მოხდეს 3 კვირაში ამავე ვაქცინით, ამასთან უნდა გაკეთდეს ცოფის ვაქცინაც.
უფრო ადრეულ ასაკში მაღალია დედისეული ანტისხეულების დონე, რომელთაც კნუტები და ლეკვები ტრანსპლაცენტარულად და რძესთან ერთად იღებენ, ამიტომაც ამ პერიოდში ვაქცინაცია არაეფექტურია.
ზრდასრული ცხოველების ვაქცინირება საჭიროა წელიწადში ერთხელ ყოველწლიურად.
აქტიური იმუნიტეტის გამომუშავება არ ხდება ვაქცინაციიდან 10 დღის შემდეგ, ამ პერიოდში აუცილებელია თვალი ადევნოთ იმას, რომ ცხოველები არ გაცივდნენ, არ შეიძლება მათთან ერთად ქუჩაში სეირნობა, არ არის რეკომენდირებული მათი დაბანა.
თუ დაავადებულ ცხოველთან კონტაქტი უკვე მოხდა ან ავადმყოფობა განვითარების ადრეულ სტადიაზეა, მაშინ შესაძლებელია ჰიპერიმუნური შრატების გამოყენება. შრატი – ეს არის მზა ანტისხეულები ძაღლებისა და კატების ვირისული დაავადებებისათვის; იგი უზრუნვეყოფს პასიურ იმუნიტეტს 2 კვირის ვადით.
ვაქცინაციის წესები:
ვაქცინირებული შეიძლება იყოს მხოლოდ კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველი;
ვაქცინაციამდე 10 დღით ადრე აუცილებელია დეჰელმინტიზაციის ჩატარება, რადგანაც ჰელმინთები გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას და ვაქცინას არაეფექტურს ხდიან;
ვაქცინაცია (განსაკუთრებით პირველი ვაქცინაცია) უნდა ჩაატაროს ვეტერინარმა კლინიკაში, რადგანაც არაა გამორიცხული ვაქცინათა ისეთი ნეგატიური ქმედებები, როგორიცაა სხვადასხვა ალერგიული რეაქცია, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი. ამიტომაც, ამ ყველაფრის პროფილაქტიკისათვის აცრამდე იყენებენ რომელიმე ანტიჰისტამინ პრეპარატს (დიმედროლი, სუპრასტინი, ტავეგილი). @Dr Regners