MoTHშეეჩვევა, ზუსტად ასეთი ბოროტი და უხასიათო კატა მყავს სახლში, ვერ იტანს ვერავის უცხოს თავის ტერიტორიაზე, მაგრამ რომ მიხვდა რომ ლეკვიც ჩვენი ოჯახის წევრი იყო და უნდა შეგუებოდა პრეტენზია აღარ გამოუხატავს, ვერ ვიტყვი რომ დაუმეგობრდა და ერთად ეძინათთქო, კატა იყო თავისთვის მთელი დღე ეძინა და ჭამდა, სანამ პატარა იყო ჩემი ლეკვი სისხლს უშრობდა, თავზე ახტებოდა და დასდევდა უკან, მაგრამ რომ წამოიზარდა შეეშვა და კატაც დამშვიდდა
ჩემს დაქალს ყავს 18 წლის კატა სახლში და ლაბრადორის ლეკვი მოიყვანა ერთი წლის წინ, თავიდან ძალიან შეეშინდა კატას თან ველური კატაა ქუჩიდან მოყვანილი, ძალიან ავი და თავისებურია, სულ იმალებოდა, მაგრამ მერე დაიკიდა და მიეჩვია, ჩვეულებრივად თანაცხოვრობენ, ასე იქნება შენს შემთხვევაშიც, დამეგობრებით შეიძლება ვერ დაამეგობრო მაგრამ არ დახოცავენ ერთმანეთს ამის გარანტიას მე გაძლევ, კატა ძალიან მშვიდობისმოყვარე ცხოველია, თუ ძალიან არ შეაწუხეს ხმას არ ამოიღებს
"პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში..."
/ნოდარ დუმბაძე/