რავი აბა ჩემსას რა აუტყდა

ბუდე მე არ მქონდა არაფერი და 3 ბარტყი მოვავლინეთ ქვეყანას.
მოკლედ მითია ეს. მეც მითხრა სანდრომ, მოლაპარაკე კი არა, ის თუთიყუში, რომელიც მარტოსული ჩამოყალიბდება, დედლის გარეშე ანუ, ის არაა ნაყოფიერიო. მაგრამ...
რაც შეეხება დანარჩენს, ჩემი სიტუაციას ძალიან ჰგავს ეს ყოველივე. ჩემ მაგალითს მოგიყვები .
რაც მოვიყვანე დედალი იმ დღიდან ცდილობდა ვოლი მის "შებმას" , მაგრამ უშედეგოდ. დაახლოებით 1 წელი იყვნენ მასე. აღეგზნებოდა უსაზღვროდ ვოლი და დედალი რომ უარზე იყო, მერე ხან ქანდარაზე კმაყოფილდებოდა და ხან კიდევ რაზე

წინა ზაფხულს დედალიც მოეგო გონს და არ გატყუებ, დღეში რამოდენიმეჯერ ჰქონდათ სქესობრივი აქტი

ჯერ შემეშინდა, არ მინდოდა ბარტყები, გაითვალისწინე რომ ბუდე არ მედგა, მაგრამ ამდენი ხნის მერე რომ არც კვერცხი ვნახე და არაფერი დავმშვიდდი. ზაფხულის მერეც აგრძელებდნენ იგივეს, ოღონდ ცხადია იგივე სიხშირით არა. და აი ზამთარში, ერთ დღესას სრულიად მოულოდნელად გალიაში კვერცხი დამხვდა , ნუ რაღას ვიზამდი, მოვუტანე ბუდე, 5 კვერცხი დადო, ხუთივე გამოიჩეკა, მაგრამ ვერ გაქაჩეს+მოზრდილი ბარტყები ჩაგრავდნენ პატარებს და მხოლოდ 3 გადარჩა.
მოკლედ,იმის თქმა მინდა, რომ დრო სჭირდებათ. ახალი რომ მოუვანო, იმას კივდე 2 წელი უნდა ელოდო, ან რა გარანტია გაქვს რომ შეეწყობიან?!
ბუდეში საერთოდ არ შედიან? წესით ჯერ მამალი უნდა შევიდეს და შეიტყუოს. დედალს ცვილოვანა რა ფერი აქვს?