კორელას მიჩვევა საკმაოდ ადვილია. ძაან უყვარს ხალხთან კონტაქტი და მოფერება. ხანდახან ვიღლები ამდენი მოფერებით, მაგრამ თითს რომ გამოვწევ გალიიდან ჭყიპინს იწყებს ხოლმე

ესეიგი რამდენიხანია რაც გყავთ და ამ ხნის მანძილზე რა სახის ურთიერთობა გქონდათ თუთიყუშთან?
თუკი გალიაში ხელს უყოფდით, მაშინ ცოტა გაგვიჭირდება, რადგან მას თქვენი შიში ექნება. მაგრამ არ არის პრობლემა.
იჯექით თუთიყუშის გვერძე, ისე რომ თქვენი სახე გალიის სიმაღლეზე იყოს. ეცადეთ თუთიყუშთან რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ.
ელაპარაკეთ ბევრი, მაგრამ ამ ეტაპზე სჯობს მხოლოდ მისი სახელით შემოიფარგლოთ. თუკი სახელი 2 მარცვლიანია, უფრო ადვილად ისწავლის.
ლაპარაკი მოგიწევთ იმდენი, რომ შეიძლება ენა გეტკინოთ. თუკი თუთიყუშს ქალი ასწავლის ლაპარაკს, ეს კიდევ უფრო უკეთესი.
რადგან ქალის ხმა უფრო მოსწონთ.
2-3 დღის შემდეგ, თუთიყუში უკვე მიხვდება რომ თქვენ მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენთ. ამის შემდეგ, თქვენ უკვე შეგიძლიათ ხელზე დაიყაროთ მისი საკვები
და გალიაში შეუყოთ. ძალიან ფრთხილად და ნელა. ამ დროს არ ესაუბროთ. კარგი იქნება თუკი ოთახში მარტო იქნებით და ტელევიზორიც გამორთული იქნება.
თავიდან მას თქვენი ხელის შეეშინდება და გალიის უკანა მხარეს გაიქცევა, მაგრამ არ გაბრაზდეთ. საჭიროა მოთმინება. შეიძლება ასე ყოფნა 1 საათიც კი მოგიწიოთ
და ხელი დაგიბუჟდეთ, მაგრამ თუთიყუშები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და ის აუცილებლად შეჭამს თქვენი ხელიდან საკვებს.
ასე მოიქეცით ხოლმე დღეში რამდენჯერმე და თქვენი კორელა აუცილებლად მალე მოგეჩვევათ.