შენ მოგწონს ეგ ბლოგი, მაგრამ ჩემი აზრით ეგ ყველაზე ცუდი ბლოგია კაცობრიობის ისტორიაში.
1) ვინ არის ბლოგერი, რა გამოცდილება აქვს მას და რატომ უნდა ვენდო?
2) რას ნიშნავს რაც კაია ჩემთვის, კარგია თუთიყუშისთვისაც?
თუთიყუშისთვის კიარა შიმპანზე რომელიც დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანს, მისთვისაც კი არაა კარგი ყველაფერი ის, რაც კარგია ადამიანისთვის.
სადილზე 1 ჭიქა შავი ღვინო ხოა კაი? მეეჭვება თუთიყუშსაც არგოს.
კაი მოდი სასმელს დავანებოთ თავი

და გადავიდეთ ხილზე.
მანგო მგონი შეიძლება ხო ჩვენთვის? თუთიყუშისთვის - არა
ავოკადოზეც იგივე და ხურმაზეც.
მე ყველაფერი კი არ ვიცი, რაც ვიცი შეიძლება ისიც არასწორად ვიცი და შეიძლება ის ვინც ყველაფერს აჭმევს თავის თუთიყუშს, ის უფრო სწორად იქცევა ვიდრე მე. ხომ გითხარი ბევრი ყველაფერს აჭმევს და დღემდე ცოცხლები არიან ის თუთიყუშები, მაგრამ არ არის მიზანშეწონილი ყველაფრის მიცემა. თუმცა კი ნება შენია.
Qetuchaრა საყვარლად იყურება. გეგონება პოზიორობს კამერის წინ.