მ ე თ ე ვ ზ ემაგის თქმა იოლია გინდა არ გინდა ისევ მაგაზე რო გეფიქრება რა უდნა ქნა მაშინ?
ხო გეუბნები ოჯახში ყველა რო იყოს თანხმა მოვიყვანდი მეორეს და ბარტყების გაჩუქებაზე მართალა არ ვიფიქრებდი იმის მიუხედავათ რო მარტო არ ვიცხოვრებდი იმ მომენტში
ეხლა როგორია მოიყვანო მეორე გამოჩეკონ ბარტყები და მერე იმაზე გაჩნდეს სახში პრობლემა რო ჩვენ არ გვინდოდა ბარტყებიო სულ ეგ წამომაძახონ და მაგაზე დამემდურონ შენი ბრალიაო და ა.შ თან მერე ბებიაჩემმა დაიწყოს ისედაც ცუდათ ვიყავი გული მიჩქარდებოდაო და ეხლა ამათ ხმაურზე უარესი მომდისო
ამ ერთს ეგუება როგორღაც თან უყვარს ეს ძალიან მაგრამ ბევრს ერთად ვერ შეეგუება როცა ცუდათაა ადამიანი ყველაფერი აღიზიანებს ადვილათ თან როცა ბიბუ დაიქოქება და არ ჩერდება იმ ხმაურსაც ვერ იტანს ხანდახან ხოლმე რა ვქნა მოხუცია და ეპატიება და ხო არ მოვკლავ და ვეჩხუბები ნუ ხდები ცუდათ ბიბუს ლაპარაკზე მეთქი
თან შენ არამგონია როგორ ძალიანაც მე მინდა მეორე თუთიყუში მყავდეს ისე გინდოდეს მე რო მყავდეს ბიბუს გარდა სხვა თუთიყუში
შენ გგონია მე არ მიკვდება გული და მე არ მეცოდება მარტო როა?
მაგრამ როცა ოჯახში ბევრს არ უნდა და მარტო შენ გინდა რამე ვალდებული ხარ იმათ აზრს პატივი სცე
და მე ძალიან მიყვარს ჩემი ბიბუ არ აქვს იმას მნიშვნელობა ილაპარაკებდა და თუ არ ილაპარაკებდა ორივე შემთხვევაში ერთნაირი სიყვარულით მეყვარებოდა.
რა ვქნა ეხლა თუ ისეთ კომფორტს ვერ ვუქმნი როგორც შენ და ხშირათ ვერ ვუწერ ამაზონიდან და მსგავსი რამეებიდან რაღაცეებს (უახლოეს მომავალში ვაპირებ კიდეც გამოწერას) და თუ არ მყავს ისეთ კომფორტში ჩემი ბიბუ როგორც შენ გყავს შენი მოსიყვარულეები. ვცდილობ ყველანაირათ ხელი შევუწყო არაფერი მოვაკლო კაი სვას კაი ჭამოს მე მგონი ასე თუ ისე ვახრხებ და არ არი ჩემი ბიბუ ჩემი მოვლით უკმაყოფილო
გასართობათ არ მინდა და სატრაბახოთ ფორუმზე და ხალხში რო აი ჩემი ბიბუ ლაპარაკობს და ნახეთ რა მაგარია მეთქი ყველა ვერ გამოუწერს რაღაცეებს სრულ კომფორტში რო ყავდეს თუთიყუში უბრალოთ მე იმას ვიძახი როცა ვინმეს ეყოლებოდა ჩემი თუთიყუშების ბარტყი ნორმალური საჭმელი ეჭმია და კარგ პირობებში ყოლოდა და კარგათ მოევლო მეტი არაფერი
და იმხელა პასუხისმგებლობაა როცა რაღაც არსება გყავს და უვლი რო როგორ შეიძლება ისე არ გიყვარდეს როგორც საჭიროა და რამე მოაკლო .
ჩემსას გაუმართლა და ისწავლა ლაპარაკი მე მაინტერესებდა თუ ისწავლიდა და ისწავლა თორე ისე არ მიყიდია რო აუცილებლათ ლაპარაკი უნდა მესწავლებინა თუ ვასწავლიდი კაი იქნებოდა მაგრამ რომც არ ესწავლა არც ეგ იქნებოდა პრობლემა გალიის კარებთან იდგა რო წამოვიყვანე საჭმელი ჭამა და მე მიყურებდა იმიტო წამოვიყვანე თორე მამლის ყიდვა არ მქონდა გადაწყვეტილი სქესი არ მქონდა გადაწყვეტილი რომელს ვიყიდი სულერთი იყო ჩემთვის სქესი.
ისეთი პატარა და უსუსური იყო რო წამოვიყვანე ისეთი მონდომებით და სიყვარულით გავზარდე რო ვერ გადმოვცემ სიტყვებით სატრაბახოთ მართლა არ გამიზრდია რო სულ ჩემი ბიბუთი ვიტრაბახო უბრალოთ რაღაცა ახალს რო აკეთებს ჩემ სიხარულს თქვენც გიზიარებთ და იმიტო ვწერ ყველაფერს ხოლმე აქ რა ქნა და როგორ.
შენ რო გენახა ორჯერ რამხელა სიმწარე გამოვიარე ბიბუ ავათ რო მყავდა იმას არ იტყოდი ''კიდე ამბობ გიყვარსო'' ბიბუზე ძალიან მომხვდა ეგ სიტყვები გულზე
რაც ვიცი ვცდილობ ყველას გავუზიარო ჩემი გამოცდილება ვინმეს თუ დაეხმარება გამიხარდება არ მაქ იმხელა გამოცდილება რო ვთქვა ძალიან ბევრი ვიცი მეთქი მაგრამ მაინც რაც ვიცი.
მინდა ყველაფერი ვიცოდე წინასწარ მერე რო არაფერი გამომეპაროს და სანანებელი გამიხდეს ბიბუსთან მიმართებაში.
ჯერ კიდე ბევრი რამე ძალიან ბევრი რამე მაქ სასწავლი რო შემეძლოს თქმა რო ბევრი რამე ვიცი მეთქი
This post has been edited by Qetucha on 22 Apr 2012, 01:12