What-Does-Marsellusძალიან ცუდია რომ მოაჭერი ფრთები. მითუმეტეს ასე პატარას. კი აჭრის ძალიან ბევრი მაგრამ ყველაფერი ხომ არ უნდა გაიმეორო, გეკითხა აქ ჯობდა

ჯერ ერთი მოჩვევა გინდა სულ მაგას იძახი, თუ დაიჭირე და ბუმბულები აცალე დიდად არ გაახარებდა ეგ ამბავი დამიჯერე.
მეორეც, ფრენა აუცილებელია, არავინ იცის თავიდან კარგად, მაგრამ ეჩვევიან მალევე. თუ არ იმოძრავა, დაჯდება ახლა ეგ კუნძივით და უყურე. ჩიტია ბოლოსდაბოლოს

მესამე, შენსას თუ სწორად მახსოვს. რაღაც ვერ ჰქონდა ფრთები მთლად ნორმალურად, დეფექტი იყო თუ რაღაც, არავინ იცის, ეგეთ შემთხვევასთან როგორ შეიძლება "ხუმრობა", მიადგე და მოაჭრა?

და ბოლოს, ფრთების დაჭრა თუ არ იცი არის ძალიან ძალიან სარისკო. იქ მეათედი მილიმეტრითაც რომ ცოტა მეტი მოგივიდეს ძალიან დიდი შანსია რომ თუთოს რამე უბედურება განუვითარდეს.
მოთვინიერება გამორიცხე, ისე დაისტრესება და დაპანიკდება მტრისას


გინდა გითხრა რატომ აჭრიან ფრთებს?
1. როგორც აღნიშნე "გაფრენის საშიშროება" - მაგრამ დაფიქრდი ახლა, გაფრენისგან თავის არიდება შეიძლება ერთადერთი იმით, რომ ელემენტარულად ფანჯარა ან კარი ღია არ დატოვო. არაა ასეთი ძნელი მგონი. ფრთა მოჭრილი, ფრენა უუნარო ჩიტი რომ გარეთ მოხვდეს ჩათვალე, რომ 1 წუთითაც ვერ იცოცხლებს. არც ფრთიანებს აქვთ დიდი პერსპექტივა, მაგრამ აგერ ქეთის ბიბუ გაფრინდა და უკან მოაფრინეს

მთავარი მიზეზი, რასაც ასე "მალავენ" და რაღაც სისულელეებს იგონებენ ვითომ თუთოსთვის კარგი უნდათ, არის ის, რომ უნდათ "ცხოველი"

ანუ ჩიტი, რომელიც ვერ დაფრინავს და დაბაჯბაჯებს და რაოდენ საყვარელი და უცნაურია ეს ფაქტი , შეჰხარიან და დასტრიალებენ თავს

ზოგს უბრალოდ ეზარება რომ დაფრინავენ, რაზე შეიწუხონ თავი, გაუღებენ გალიის კარებს, გადადგამს ორ ნაბიჯს და აღარ შეაწუხებს.. ეს არის და ეს. არადა ზოგს მერე ზედმეტი წონა, კუნთების დაავადება და ა.შ. უვითარდება. არასწორად მოჭრილი ბუმბული ხომ ცალკე საკითხია, სისხლისგან დაცლები, ინფექციების შეყრა და ა.შ.
მოკლედ,
ჩიტი უნდა დაფრინავდეს - ლოზუნგი არაა

მაგრამ ესეა.
ნუ ახლა რაღას იზამ, მაგრამ გაითვალისწინე შემდეგში.
This post has been edited by MAY_25 on 14 May 2012, 21:36